გადაწყვიტა, ორიგინალური იდეა განეხორციელებინა როცა ბეტ ბირდმა გახდომა გადაწყვიტა, მეგობართან, ფოტოგრაფ ბლეიკ მოროუსთან ერთად გადაწყვიტა, ორიგინალური იდეა განეხორციელებინა: შეექმნა ფოტოების სერია, რომლებშიც უწინდელი ბეტი ახალ, გამხდარ ბეტს დაუპირისპირდებოდა.
რამდენიმე კვირა მან ძველი წონით გადაიღო ფოტოები, მერე კი კუჭის ოპერაცია გაიკეთა, კიდევ ორი წელი დიეტაზე იყო და როცა მიზანს მიაღწია – 68 კილოგრამი დაიკლო, მორიგი ფოტოსესიაც მოამზადა. ფოტოშოპის დახმარებით უწინდელი და ახლანდელი ფოტოები დაამონტაჟეს და ასეთი სახალისო შედეგი მიიღეს.