უ რომელიმე მშობელი უარს იტყვის და არ დამორჩილდება წესებს, მას შარიათის კანონებით სასჯელი ელის სირიის ქალაქ რაკში გამოჩნდა პლაკატები, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა გამოაკრეს - პლაკატებზე მუსლიმანებისთვის გასათვალისწინებელი წესებია გადმოცემული.
ახალი წესების მიხედვით, მუსლიმანებს აქვთ უფლება, 9 წლის გოგონებთან იქორწინონ და არასრულწლოვანი მონა ქალები ჰყავდეთ. პლაკატებში ისლამისტები მოუწოდებენ ქალაქის მცხოვრებლებს, გაუგზავნონ თავიანთი გასათხოვარი ქალიშვილები მებრძოლებს, რათა გოგონებმა "სექს-ჯიჰადში საკუთარი მოვალეობა" აღასრულონ. თუ რომელიმე მშობელი უარს იტყვის ამაზე და არ დამორჩილდება წესებს, მას შარიათის კანონებით სასჯელი ელის. როგორც წესი, ეს სიკვდილით დასჯას ნიშნავს.
მებრძოლებმა ასევე გამოაცხადეს წესების სია, რომელთა შორის არის ნებართვა ისლამისტი მამაკაცებისთვის, სქესობრივი კავშირი დაამყარონ ისეთ გოგონებთანაც, რომლებსაც არ მიუღწევიათ სქესობრივი სიმწიფისთვის...
ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო პირველად ერაყში გაჩნდა 2006 წელს. 2014 წელს მან თავისი კონტროლი გაავრცელა სირიასა და ერაყში და დააარსა ხალიფატი, რომლის დედაქალაქად ქალაქი მოსული გამოცხადდა. დღესდღეობით ისლამური სახელმწიფო საკმაოდ ძლიერ და საშიშ გაერთიანებად იქცა, რომელიც მსოფლიოს ემუქრება.