ყოველ ორ დღეში ერთხელ იღებდა ფოტოებს და საზოგადოება გააოგნა როცა ვარსკვლავები მშობიარობენ, სულ მალე დებენ ხოლმე ისეთ ფოტოებს, ორსულობის კვალიც არ ეტყობათ. ამის გამო ჩვეულებრივი ქალები ხშირად კომპლექსდებიან. არადა, ბევრ ქალს უტოვებს საკმაო კვალს ორსულობა და მშობიარობა და შემდეგ თავს ულამაზოდ მიიჩნევენ. ბოლო დროს ტენდენციაა, ასეთი ქალები გათამამდნენ და ერთმანეთსაც მოუწოდებენ, გამოჩნდნენ საზოგადოებაში და არ მოერიდოთ იმ ნაწიბურების, რომლებიც ამქვეყნად ყველაზე დიდმა ბედნიერებამ - დედობამ მოუტანათ.
სწორედ სტერეოტიპების დასანგრევად ამხედრდა კიდევ ერთი ახალგაზრდა დედა ჯული ბოსეილი და მშობიარობიდან ორი კვირის განმავლობაში გამუდმებით იღებდა ფოტოებს, რომელთაც შემდეგ ასაჯაროებდა.
პირველ ფოტოებზე ის ორსულობის 37-ე კვირაშია გადაღებული და ბავშვის დაბადებიდან 24 საათში.
"გიყვარდეთ საკუთარი თავი და არ დაგავიწყდეთ: თქვენ მშვენიერი ხართ, თქვენ დედა ხართ", - ამბობს ჯული.