ცხრა წლის გოგონას რაპუნცელი უყვარდა და მისი მიბაძვით დიდხანს იზრდიდა თმას ცხრა წლის ბრიტანელ გოგონას ლობი ტაკერ-სპირსს რაპუნცელი უყვარდა და მისი მიბაძვით დიდხანს იზრდიდა თმას. თუმცა ეს საუნჯე ლობიმ ადვილად გაიღო მსხვერპლად. მის საუკეთესო მეგობარს, 7 წლის ეიდენ სელეკს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ქიმიოთერაპიის კურსის შედეგად მან თმა დაკარგა.
ლობი და ეიდენი ადრეული ბავშვობიდან განუყრელნი იყვნენ და როცა გოგონამ საავადმყოფოში მოინახულა და დაინახა, როგორ დაკარგა თმა ეიდენმა, ღრმად ამოიოხრა. მაშინვე მოინდომა, რომ ეიდენისთვის თავისი თმა ეჩუქებინა. წავიდა საპარიკმახეროში, სადაც თითქმის 30 სანტიმეტრის სიგრძეზე მოაჭრეს თმა.
თავისი ნაწნავი გოგონამ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა, რომლებიც ბავშვებისთვის პარიკებს ქმნის – ონკოლოგიური კლინიკების პაციენტებისთვის.
ამაზე არ გაჩერებულა, ახლა ფულს აგროვებს ეიდენისთვის. მართალია, სამაგალითო რაპუნცელს ვერ დაემსგავსა, მაგრამ ბედნიერია, რომ შეუძლია, საყვარელ მეგობარს დაეხმაროს.