მშობლებმა შვილს უკანასკნელი დაბადების დღე მოუწყვეს - ამბავი, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ - მშობლები

მშობლებმა შვილს უკანასკნელი დაბადების დღე მოუწყვეს - ამბავი, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ

2015-08-08 07:32:00+04:00

"ეს ყველაფერი ჩემი პატარა გოგონას ღიმილის გამო გაკეთდა" რაიანისა და ჰაიდის ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მათი ქალიშვილი ლილა 5 წლისაა, მაგრამ უკვე 3 წელია სიმსივნეს ებრძვის. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა, ექიმების თქმით – უკანასკნელი დაბადების დღე, და მშობლებმა ეს დღე ნამდვილ ზეიმად უქციეს.

ექიმები ამბობენ, რომ გოგონას სუსტი ორგანიზმი ვეღარ გაუძლებს ქიმიოთერაპიას, სიმსივნე ვერ დაამარცხეს და რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა.

mshoblebi

შვილის ბოლო დაბადების დღე რომ დაუვიწყარი ყოფილიყო, მშობლებმა სპეციალური საზოგადოება შექმნეს სოციალურ ქსელში და თავიანთი ამბავი ამცნეს ხალხს. ადგილობრივი ბიზნესმენები და უბრალო ადამიანები მაშინვე ჩაერთნენ საქმეში და 31 ივლისს გრანდიოზული წვეულება მოეწყო.

mshoblebi

რაკი გოგონა ვერ დაესწრება თავის გამოსაშვებ ბანკეტს და ქორწილს, ამ ზეიმმა ყველაფერი მოიცვა.

mshoblebi

მამამ გოგონასთან ერთად საქორწილო ცეკვაც შეასრულა, რათა მას ის ეგრძნო, რაც არასდროს მოხდება მის ცხოვრებაში.

mshoblebi

"ჩვენ ვერ შევძლებდით მისი ჯანმრთელობისთვის ამდენ ხანს ბრძოლას და ამ ზეიმის მოწყობას უამრავი ადამიანის დახმარების გარეშე. ყველას დიდი მადლობა. ეს ყველაფერი პატარა გოგონას ღიმილის გამო გაკეთდა".

mshoblebi

და მან გაიღიმა...