ცოტა ხნის წინ მასობრივ ქორწინებაში 150 წყვილი მონაწილეობდა - პატარძლების უმრავლესობა ბავშვები იყვნენ პალესტინაში მასობრივი ქორწინების ტრადიცია გრძელდება. ამგვარად ცდილობენ იმ ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომელთაც არ აქვთ სახსრები ცალკე ქორწილის ორგანიზებისთვის. თითო ასეთ ცერემონიაზე 100-მდე წყვილი ქორწინდება. ცოტა ხნის წინ ქალაქ ბეიტ-ლაჰიაში მსგავსი ქორწინება მოაწყვეს. მასში 150 წყვილი მონაწილეობდა - პატარძლების უმრავლესობა, ბავშვები იყვნენ.
ღონისძიება საკმაოდ უჩვეულოა და ტრადიციის თანახმად სიძემ მომავალი მეუღლე ქორწინებამდე არ უნდა ნახოს. ამიტომაც სასიძოებს საკურთხევლამდე შვიდიდან ათ წლამდე გოგონები აცილებენ, პატარძლებივით შემოსილები. ასეთ გოგონებს "სუროგატ" პატარძლებს უწოდებენ. ჩვეულებრივ, ეს გოგონა სასიძოს ან პატარძლის უმცროსი და არის ხოლმე.
ამგვარი ფოტოები ხშირად იწვევს ადამიანების გაოგნებას და მართლაც შემაძრწუნებელია ხოლმე, რადგან სამწუხაროდ, ისლამურ სამყაროში არც ის არის დიდად წარმოუდგენელი, რომ ამ ასაკის გოგონები რეალურად გათხოვდნენ. არაერთი პატარა შეეწირა ტრადიციებს, ზოგიერთებმა ქორწინების პირველივე ღამეს დაასრულეს სიცოცხლე, სხვებმა ქმრების მონობაში გაატარეს ბავშვობა, ზოგიერთებმა კი განქორწინებაც კი მოასწრეს.
მაგალითად, ერაყში გოგონას ოფიციალურად 15 წლის ასაკიდან შეუძლია გათხოვება, მეურვის თანხმობით. თუმცა "ჯაფარის კანონის" თანახმად რა ხანია ეს ასაკი 9-მდე დაწიეს. უფრო მეტიც, 9 წელზე უმცროსი ასაკის გოგონებსაც შეუძლიათ გათხოვება, მამის ან პაპის "ნებართვით.
იემენელი გოგონა ნუჯუდი 10 წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო გათხოვებაც და განქორწინებაც. ის ყველაზე ახალგაზრდა განქორწინებული გოგონაა მსოფლიოში. მისი ამბით მსოფლიო პრესაც იყო დაინტერესებული. მან მოახერხა გამოქცევა და საკუთარ ოჯახში იპოვა თავშესაფარი, თუმცა ყველას არ უმართლებს. უამრავ გოგონას პატარა გადაცდომის გამო კლავენ ან ასახიჩრებენ, სხვები კი თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს - თავს იწვავენ.
შეგიძლიათ ნახოთ პატარა პატარძლების გამაოგნებელი ფოტოები