არასრულწლოვანმა გოგონამ რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა ლი ჰი დანაის თაყვანისმცემლები ამ გოგონას ასე უწოდებენ: "მეტისმეტად ლამაზი, რომ უყურო".
ლი ჰი დანაი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა პოპულარობის მოსახვეჭად და სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი მიიზიდა.
როგორც ზოგიერთი წყარო იუწყება, გოგონამ პლასტიკური ოპერაციების გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ყოფილი შეყვარებული დაებრუნებინა. თუმცა აშკარაა, ცოტა ზედმეტი მოუვიდა და მეტისმეტად არარეალისტურად გამოიყურება.
ჩინეთში და აზიის ბევრ სხვა ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება პლასტიკური ოპერაციები, არასრულწლოვნებს შორისაც კი. ყველაზე ხშირად თვალის ჭრილს იცვლიან – ანუ იმას, რაც მათი ბუნებრივი და გენეტიკურია და "ევროპულ" ჭრილებს იკეთებენ. ასევე მოდურია ცხვირის ოპერაციები. ასევე ბევრი იკეთებს ყვრიმალებისა და ყბის ოპერაციებს, რომ სახეს "გულის" ფორმა მისცენ – ჩინეთში ახლა ეს მიიჩნევა სილამაზის ეტალონად.
შარშან ძალიან ბევრი ჩინელი სამხრეთ კორეაში გაემგზავრა პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად – იქ უფრო იაფი უჯდებოდათ. ზოგიერთი ისე იცვლიდა გარეგნობას, პრაქტიკულად, აღარ ჰგავდა თავის თავს. ქირურგები იძულებული ხდებოდნენ, პლასტიკური სერთიფიკატები გაეცათ ექიმის სახელის მითითებით და პაციენტის პასპორტის რეკვიზიტებით, რომ ჩინეთში უპრობლემოდ დაბრუნებულიყვნენ.