თქვენც გახალისდებით ინტერნეტმომხმარებელი მართლაც რომ დაიპყრო ამ 6 წლის გოგონას ცეცხლოვანმა ცეკვამ. ვიდეორგოლმა ხალხი არა მხოლოდ ბავშვის ტალანტის გამო მოხიბლა - მილიონობით ადამიანმა აღტაცება გამოხატა იმ შესაშური მხნეობის, გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის გამო, რასაც ეს პატარა გოგონა უმძიმესი დაავადების წინააღმდეგ იჩენს. ოდრი ნეტერს იშვიათი დაავადება აქვს - დეიმონდ-ბლეიკფენის ანემია. ეს დაავადება ძვლების არასწორ ზრდას იწვევს, დარღვეულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედება და სისხლის შემადგენლობა.
ასეთი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პატარა ხალისიანად ცხოვრობს და ზუმბას ინსტრუქტორებთან ერთად უამრავი ადამიანის წინაშე ცეკვავს. ამ შესრულებით იდეის ორგანიზატორებმა სცადეს, მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიექციათ ავადმყოფი ბავშვების პრობლემებისადმი. სულ მოკლე ხანში ვიდეორგოლი სამმა მილიონმა ადამიანმა ნახა. ამას კი ანემიით დაავადებული ბავშვების ფონდში დიდი შემოწირულობის ნაკადი მოჰყვა.