თქვა, რომ მისი ქმარი და ბავშვების მამა გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობდა ვაჟებს, ვიდრე მათ 3 წლის ქალიშვილს სამწუხაროდ, ასეთი საშინელი ამბები ბოლო დროს არც ისე იშვიათია. ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები დედები და მამები ხდებიან და საბოლოოდ მათ გაუწონასწორებლობას ბავშვები ეწირებიან. ხშირად სამართალდამცველები თუ ოჯახის "ახლობელ-მეზობლებიც" სცოდავენ, რომლებიც ხედავენ მშობლის არაადეკვატურ და ხშირად სასტიკ ქცევებსაც და არანაირად არ რეაგირებენ. ეს კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევაა, რომელიც მორიგი მაგალითია იმისა, რა მოჰყვება გულგრილობას სამართალდამცველთა და ახლობელ-მეზობელთა მხრიდან...
ამერიკაში ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა დედამ სამი ვაჟის მკვლელობა აღიარა, რომლებიც 13 თვის განმავლობაში მოუკლავს. ახლა სიკვდილით დასჯას ელოდება, თუმცა მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელია და ცდილობენ ააცილონ სასჯელი.
ბრიტანი პილკინგტონმა სამი ვაჟი - ოთხი წლის ბიჭუნა და სამი თვის ასევე ტყუპი ბიჭი ძილში გაგუდა 13 თვის განმავლობაში - 2014 წლის 22 ივლისიდან 2015 წლის აპრილამდე. სამივეჯერ თავად გამოიძახა სასწრაფო და თქვა, რომ ბავშვები გაიგუდნენ. პოლიციელებმა მხოლოდ მესამე მკვლელობის მერე იეჭვეს, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა და მოგვიანებით ქალმა დაკითხვაზე აღიარა ჩადენილი. რაც შეეხება მოტივს, ბრიტანიმ თქვა, რომ მისი ქმარი და ბავშვების მამა გაცილებით მეტ დროსა და ყურადღებას უთმობდა ვაჟებს, ვიდრე მათ 3 წლის ქალიშვილ ჰეილის. და მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ჩაიდინა ეს მკვლელობები.
საქმის ძიება მიმდინარეობს და ბევრი დეტალი გამოჩნდა. მაგალითად ის, რომ ბრიტანის ქმარი და მისი შვილების მამა მასზე 18 წლით უფროსია, თანაც, სანამ მას მოიყვანდა ცოლად, გოგონას დედასთან ჰქონდა რომანი. ბრიტანის ქმარს კიდევ ოთხი შვილი ჰყავდა სხვა ქორწინებებში.
როგორც მეზობლებმა ახლა აღიარეს, კარგა ხანია აკვირვებდათ ბრიტანის უცნაური ქცევები. მაგალითად, გააოგნათ პირველი ვაჟის დაკრძალვაზე მისმა უდრტვინველობამ, როცა ქმარი დარდისგან აღარ იყო. ხოლო მეორე ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სულაც სახეგაღიმებული გამოვიდა სახლიდან.