"რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დამჭირდა, ამის გამო დაორსულებაც გამიჭირდა" - ვარსკვლავის გულახდილი ინტერვიუ
ამ დღეებში 34 წლის ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა გულწრფელად ისაუბრა თავის მეორე ორსულობაზე და იმ შიშებზე, რაც თან სდევს მის ორსულობას.
კიმი საკმაოდ დიდხანს ცდილობდა დაორსულებას და რამდენიმე თვის წინ წარმატებით დასრულდა მისი მცდელობები. თუმცა როგორც გაირკვა, მშობიარობის მერე შეიძლება საშვილოსნო ამოაცალონ.
"გართულებები აღმომიჩინეს, ე.წ. შეზრდილი პლაცენტა. რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ამის გამო დაორსულებაც გამიჭირდა. ყოველ დილას დავდიოდი ექიმთან, რომ ოვულაციაზე ტესტი გამეკეთებინა. ყველაფერი ვცადე, რაც შეიძლებოდა: აკუპუნქტურა, დიეტოლოგს მივმართე, მეგონა, რომ კვებაში იყო პრობლემა. თუ კიდევ იქნება გართულება, ექიმები საშვილოსნოს ამომაცლიან, რისაც, რასაკვირველია, ძალიან მეშინია", - აღიარა კიმმა, რომელიც პირველად 2013 წელს გახდა დედა.