მან ხუთ წუთში იპოვა თავისი ზუსტი ასლი სრულიად სხვა ქალაქში 33 წლის ჯენიფერი ამერიკულ ქალაქ სპრინგში ცხოვრობს და თავისი ორეული, 23 წლის ასევე ამერიკელუ ემბრა ინტერნეტით იპოვა. ამ დღეებში ჯენიფერი გაცნობის საიტზე დარეგისტრირდა (twinstrangers.net), რომელიც ორეულების ან ტყუპისცალის პოვნაში ეხმარება ადამიანს. სულ ხუთ წუთში იპოვა ჯენიფერმა თავისი ორეული. ისინი საოცრად ჰგვანან ერთმანეთს, არადა არავითარი ნათესაური კავშირი არ აქვთ.
"უბრალოდ, ჩემი პარამეტრები შევიტანე ველში, მინდოდა მენახა, არსებობს თუ არა ჩემი მსგავსი ადამიანი", - აღოარებს კენიფერი.
როცა ჯენიფერმა საიტზე თავისი ასლი დაინახა, გაოგნდა. ემბრას დედაც გაოგნდა და ჯენიფერს მისწერა, რომ ზუსტად მისი ქალიშვილივით გამოიყურებოდა. "ნუთუ ეს შესაძლებელია?" – გაოცებას ვერ მალავდა ქალი.
როცა ქალები ერთმანეთს შეხვდნენ, აღმოჩნდა, რომ ხასიათითაც ჰგვანან ერთმანეთს.