ინტერნეტს ხანდახან მართლა შეუძლია ადამიანების ბედის შეცვლა ინტერნეტს ხანდახან მართლა შეუძლია ადამიანების ბედის შეცვლა, ეს ამბავი ამის ნამდვილი მაგალითია. ნორვეგიელმა ბლოგერმა გისუს სიმონარსონმა ქსელში სირიელი ლტოლვილის ფოტო იპოვა, რომელიც ბეირუთის ქუჩებში ქალიშვილით ხელში დადიოდა და კალმებს ყიდდა, რომ ოჯახი გამოეკვება.
გისუსმა 25 აგვისტოს ფოტო თავის ბლოგზე გამოაქვეყნა და მისი პოვნა ითხოვა. რამდენიმე ხანში ის კეროლ მალუფს დაუკავშირდა, რომელიც ლიბანში სირიელ ლტოლვილებს ეხმარებოდა. აღმოჩნდა, რომ ფოტოზე ასახული კაცი აბდული იყო. ის სირიიდან სამოქალაქო ომს გაექცა და უკვე 4 წელია უჭირს სამსახურის შოვნა. კეროლი აბდულსა და მის ოჯახს ეხმარებოდა (ქალიშვილის გარდა მას 9 წლის ვაჟიც ჰყავს) და ლტოლვილთა ბანაკში პატარა საცხოვრებელიც მისცა, თუმცა ოჯახს ძალიან უჭირდა.
გისუსმა გადაწყვიტა, სერიოზული კამპანია ეწარმოებინა ამ კაცის დასახმარებლად და მას უწოდა "იყიდეთ კალმები". სურდა, აბდულისა და მისი ოჯახის დასახმარებლად 5 ათასი დოლარი შეეგროვებინა. ამბავმა მალე მიიპყრო არა მარტო ნორვეგიელთა, არამედ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება და 5 ათასი დოლარი 30 წუთში შეგროვდა, უკვე მეორე დღეს კი 58 ათასს გადააჭარბა.
თანხა აბდულს გადასცეს და ახლა ალბათ საცხოვრებლის გასაუმჯობესებლად და პატარა ბიზნესის წამოსაწყებად გამოიყენებს.