მას მერე, რაც ტყუპი შვილის დედა გახდა, 66 წლის მომღერლის მდგომარეობა შეიცვალა მას მერე, რაც ტყუპი შვილის დედა გახდა, 66 წლის მომღერლის მდგომარეობა შეიცვალა. ბოლო დროს ხშირად წერენ ალა პუგაჩოვას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ცოტა ხნის წინ სცენაც ოფიციალურად დატოვა და მთლიანად ტყუპის გაზრდაზე გადაერთო. როგორც გახსოვთ, ბავშვები სუროგატმა დედამ გაუჩინა და მათ თავისზე ბევრად უმცროს ქმართან, იუმორისტ მაქსიმ გალკინთან ერთად ზრდის.
რამდენიმე დღის წინ ალა ყოფილმა ქმარმა ინახულა და ეს ფოტოც მან გადაუღო. ფილიპ კირკოროვი ამტკიცებს, რომ ალა შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა თაყვანისმცემლების თქმით, აშკარად ავადმყოფურად გამოიყურება.