სულ რაღაც სამ წელიწადში მას ექვსი შვილი შეეძინა! ქლოე და რო დანსტანები ავსტრალიელები არიან. ბევრ შვილზე ოცნებობდნენ, თუმცა ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სულ რაღაც სამ წელიწადში ერთბაშად ექვსი შვილის მშობლები გახდებოდნენ. მათ მაინც დაამყარეს ეს რეკორდი - დანსტანებს ჰყავთ 3 წლის ევანი, 2 წლის ოტო, 1 წლის ფელიქსი და 3 თვის სამი ტყუპი: ჰენრი, რუფუსი და პერლი. ამ ოჯახის შესახებ ჩვენ ადრეც გიამბობდით - ბოლო მშობიარობა საკმაოდ რთული ჰქონდა ქლოეს და გოგონა რომ გადარჩენილიყო, ბიჭების სიცოცხლეც ეჭვქვეშ დააყენა (იხილეთ სტატია), თუმცა მაშინ არ გვითქვამს, რომ ქლოე სულ რაღაც 22 წლის არის და უკვე ექვსი შვილის დედაა.
პატარა პერლა, რომელიც ბიჭებთან შედარებით სუსტად ვითარდებოდა მუცელში, დედამ გადაარჩინა - სწორედ მის გადასარჩენად გარისკა და ორსულობის მე-7 თვეშუ ნაადრევად იმშობიარა.
ახლა სამივე ტყუპი კარგად არის, სირთულეები უკან დარჩა. პერლა ერთადერთი გოგონაა ექვს ბავშვში - ის ოჯახის ნებიერა გახდა. ძმები მასზე გიჟდებიან.
ქლოე ამბობს, რომ ტყუპის გაჩენის შემდეგ მის ცხოვრებაში ძალიან რთული და გიჟური ეტაპი დაიწყო, მაგრამ ახლა ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს. რაც მთავარია, წყვილი არ აპირებს ამაზე შეჩერებას - ახლა რვა შვილზე ოცნებობენ და სჯერათ, რომ ყველაფერი გამოუვათ.