ეს ამბავი ერთ უბრალო მედდაზეა, რომელიც ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობს მსოფლიოში ბევრი ბავშვია, რომლებიც თავიდანვე უმძიმესი პათოლოგიებით დაიბადნენ... ძალიან რთულია ამის ყურება, მაგრამ საბედნიეროდ არსებობენ პროფესიონალები, რომლებიც ამ ბავშვებს არა მარტო გადარჩენაში ეხმარებიან, მათ სიყვარულსა და სითბოსაც უნაწილებენ.
ეს ამბავი ერთ უბრალო მედდაზეა, რომელიც ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობს. მასთან ყოველდღიურად ხვდებიან პატარები, რომლებმაც შეიძლება მეორე დღემდეც ვერ იცოცხლონ. მაგრამ ამ ქალს ისე უყვარს თითოეული ბავშვი, რომ მისი სითბო თითქოს სიცოცხლეს უხანგრძლივებს მათ.
მშობლებმა, ვისი შვილებისთვისაც რენეს მოუვლია, მადლიერების ნიშნად გადაწყვიტეს, სიურპრიზი მოეწყოთ მისთვის. ბევრი თბილი სამადლობელი სიტყვის თანხლებით ვიდეორგოლი ჩაწერეს და რენეს გაუგზავნეს.
მედდამ მისი ნახვის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა. ამდენი საქებარი სიტყვა მისთვის არასდროს არავის უთქვამს. ყველაფერი ვიდეოთი არ დამთავრებულა.
მშობლებმა საავადმყოფოში მიაკითხეს და შვილებიც მიიყვანეს, რომლებიც რენემ გადაარჩინა. ძალიან ემოციური შეხვედრა გამოვიდა... არასდროს არ უნდა დაიზაროთ ადამიანისთვის მადლობის გადახდა. მადლიერების გამოხატვა თავადაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. კეთილი ადამიანისთვის გულწრფელ მადლობასა და თბილ სიტყვებზე ძვირფასი არაფერია.