ამ ამბავმა მსოფლიო გააოგნა თანამედროვე მედიცინამ მართლაც დიდ სიმაღლეებს მიაღწია. ექიმები ხშირად სრულიად დაუჯერებელ ოპერაციებს ატარებენ. თუმცა შემთხვევა, რომელიც ახლახან მოხდა ავსტრალიაში, მართლა გამორჩეულია. იქაურმა ქირურგებმა 16 თვის ბიჭუნა პრაქტიკულად საიქიოდან დააბრუნეს - კატასტროფის დროს თითქმის მოწყვეტილი თავი ადგილზე დაუბრუნეს!
რაილი ტეილორი მელბურნიდან თავისი ავტომანქანით გამოვიდა. გზატკეცილზე მიდიოდა. უკანა სავარძელზე მისი შვილები ისხდნენ: 9 წლის გოგონა შეინი და პატარა ვაჟი ჯეკსონი, რომელიც ჯერ ორი წლისაც არ იყო. უცებ მეორე მხრიდან დიდი სიჩქარით გამოემართა მეორე მანქანა. შეჯახების თავიდან აცილება ვერც ერთმა მძღოლმა ვერ მოახერხა.
თანამედროვე მანქანებში გარკვეული უსაფრთხოების ზომები მიღებულია და დედა და ქალიშვილი თითქმის უვნებლად გადაურჩნენ ავარიას. აი პატარა ჯეკსონს კი არ გაუმართლა. მას კისრის მალები გადაუტყდა და თავი კისერზე უსიცოცხლოდ ეკიდა.
მართალია, ის ბავშვის სავარძელში იჯდა, მაგრამ დარტყმის დროს მკვეთრად შეინჯღრა პატარა და თავი კისერს მოსწყდა, შემაერთებელი ქსოვილები გაწყდა, რომლითაც თავის ქალა ხერხემალთან იყო დამაგრებული. მხოლოდ ზურგის ტვინი არ იყო დაზიანებული, ასევე სასუნთქი გზები და სისხლის მიმოქცევაც არ შეწყვეტილა. თუმცა ექიმები მაინც ძალიან მცირე შანსებს იძლეოდნენ მისი გადარჩენის - 2%-ს. ექიმმა ჯეფ ასკინმა კი, რომელსაც ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, მშობლები გააფრთხილა, რომ წარმატებული ოპერაციის შემთხვევაშიც კი არსებობდა დიდი შანსუ, რომ ჯეკსონი პარალიზებული დარჩებოდა.
ამ კაცს "ხერხემლის ქირურგიის ნათლიას" უწოდებენ. არც ტყუილად! მას მართლა ოქროს ხელები აქვს. 6-საათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ბიჭს ახლა აღარაფერი ემუქრება.
თავი საიმედოდ დააფიქსირეს სპეციალური მეტალის სამაგრით, რომელიც ფერდებთან არის მიმაგრებული. 8 კვირის შემდეგ ამ კონსტრუქციასაც მოხსნიან, თუმცა ჯეკსონი ახლაც უკვე ჯანსაღად და ბედნიერად გამოიყურება.
ექიმები ამ საშინელ ავარიას კოშმარული სიზმარივით იხსენებენ და უსაზღვროდ ემადლიერებიან ექიმს, რომელმაც ნამდვილი სასწაული მოახდინა.