პედაგოგმა მოსწავლეებს ადამიანის ანატომია საკუთარ სხეულზე ასწავლა - მშობლები

პედაგოგმა მოსწავლეებს ადამიანის ანატომია საკუთარ სხეულზე ასწავლა

2015-10-18 13:03:25+04:00

მოსწავლეების დაინტერესება მაშინვე მოიპოვა, როგორც კი სამოსის გახდა დაიწყო(+VIDEO) კრეატიული მიდგომა სწავლების პროცესში ნამდვილად დასაფასებელია. მადლობის მეტი რა ეთქმის პედაგოგს, რომელიც არაფერს იშურებს, ოღონ კი მოსწავლეების საგნით დააინტერესოს. ამ ჰოლანდიელმა ბიოლოგიის მასწავლებელმა, დებიჰირკენსმა კი მართლაც დიდი გულმოდგინება გამოიჩინა. მან საკუთარი სხეული გამოიყენა ადამიანის ანატომიის შესასწავლად.

მოსწავლეების დაინტერესება მაშინვე მოიპოვა, როგორც კი სამოსის გახდა დაიწყო. ამჯერად გაკვეთილი შინაგან ორგანოებს მიეძღვნა. თავად დებიც კმაყოფილია და იწრმუნება, რომ მოსწავლეებს ერთი სული აქვთ, როდის მოვა შემდეგი გაკვეთილი. ამ ვიდეოში სწორედ ამ გაკვეთილიდან ფრაგმენტს წარმოგიდგენთ.