განო სტუდენტი გახდა - "ლექციები საღამოობით თვითმკველობაზე ფიქრისგან მიხსნის..." - მშობლები

განო სტუდენტი გახდა - "ლექციები საღამოობით თვითმკველობაზე ფიქრისგან მიხსნის..."

2015-10-21 08:04:19+04:00

ახალნამშობიარები განო მელითაური ისევ სტუდენტია ახალნამშობიარები განო მელითაური, რომელმაც ცოტა ხნის წინ პატარა გოგონა, ელენე ლოლა თოლორდავა გააჩინა, ახლა უკვე სტუდენტია. როგორც მისი ფეისბუქ-სტატუსიდან ხდება ცნობილი, განო ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გახდა.

განოს მეგობრები ულოცავენ ამ სიახლეს და აღტაცებულნი არიან მისი შემართებითა და ნებისყოფით. ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც ამაყობს მისით, ასე პასუხობს: "სიბრძნე მაკლდა კიდევ... მაგრამ მომიწია ასე. უბრალოდ, საღამოობით ლექციები თვითმკვლელობაზე ფიქრისგან მიხსნიან..."

ვულოცავთ განოს მორიგ გაბედულ ნაბიჯს და წარმატებებს ვუსურვებთ.

mshoblebi

mshoblebi