თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება და აღმოჩნდა, რომ სამზარეულოს ამ აქსესუარს სიმსივნეების გამოწვევა შეუძლია ეს პოსტი ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა დადო და შემდეგ ბევრმა გაავრცელა. როგორც ქალბატონი ამბობს, ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ქსელში დაინტერესდა სასალათეთი, რომლის ყიდვაც უნდოდა. მაგრამ რაც მასზე ეწერა, ამან ისე შეაშფოთა, ფოტო გადაუღო და სოციალური ქსელით გაავრცელა. აი, მისი პოსტიც:
"SOS!!!!! ეს მაღაზიაში გადავიღე, გაგიკვირდებათ, რა იყო აქ გადასაღები ან დასაპოსტი. ვინც ინგლისური იცით, აუცილებლად წაიკითხეთ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, უნდა შეიძინოთ ეს ნივთი თუ არა. სამზარეულოს აქსესუარებში უდევთ, მეც ვიფიქრე, 3-4 ცალს ვიყიდი სასალათედ-თქო. აი, როდესაც წავიკითხე მისი შემადგენლობა, სასწრაფოდ სანიტარული სითხე წავისვი, ბევრს აღარ გავაგრძელებ და გადაგითარგმნით, ვინც ვერ მიხვდით: "ის შეიძლება შეიცავდესს ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, რომელმაც კალიფორნიის შტატის ინფორმაციით (როგორც ცნობილია) გამოიწვია სიმსივნე, მშობიარობის დეფექტები და სხვა მსგავსი ზიანი. დაიბანეთ ხელი მისი ხელში აღების შემდგომ". - ეს არის ძირითადი შინაარსი. სამწუხაროა როდესაც მსგავსი ნაგავი გასაყიდად დევს, თან სამზარეულოს აქსესუარებში. ამ იარლიკის აცლის უფლება არ აქვთ, ვინც წაიკითხავს არ გაეკარება, ვინც არა - კისერიც გიტეხიათო რააა..."