რა არის სინამდვილეში მინიმუმი, რაც ოჯახს სჭირდება და რატომ ფიქრობენ ქართველები ოჯახებიანად საზღვარგარეთ გადაბარგებას საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატ რიმა ბერაძის ცნობილ განცხადებას, 1.18-ლარიან მენიუსთან დაკავშირებით აღშფოთების ტალღა მოჰყვა. ქალბატონი რიმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და ურჩიეს, თავად ეცადა ამ თანხით გამოკვება. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისთვისაც ხსენებული თანხა დღიური კვებისთვის საკმარისად ეჩვენება. ასეთთა შორისაა, მაგალითად, მრავალშვილიანი დედა, ცნობილი ქალბატონი ნათია გოგოჭური, ზაზა კოლელიშვილის მეუღლე. ის ასეთი პოსტით გამოეხმაურა ამ აჟიოტაჟს: "ელემენტარულ მათემატიკას შემოგთავაზებთ: – მე ათსულიანი ოჯახი მყავს და ასლარიანი ბაზარი (თუ აქ არ ჩავთვლით საუზმე-ვახშამს, ყავას, ჩაის და ჰიგიენურ საშუალებებს), სადაც ერთჯერადად ვყიდულობ ზეთს, ტომატს, კარტოფილს, მწვანილსა და ბურღულეულს, მყოფნის სადილისთვის, თანაც კვირაში ორჯერ ხორცსაც ვახერხებ, თქვენ თუ მეტს ხარჯავთ, არ ვიცი?! – ახლა მიუმატეთ, გაამრავლეთ და გამომდის ულუფაზე 1 ლარი საშუალოდ. თუ ჩათვლით, რომ ზოგი ორჯერაც ჭამს ერთ სადილს.
უბრალოდ ვაღიაროთ, რომ გვიყვარს აჟიოტაჟის ატეხვა და მასში მონაწილეობის მიღება რაც შეიძლება დასამახსოვრებლად! ვლანძღოთ, რა გვენაღვლება!"
არის თუ არა საკმარისი 1,18 ლარი თუნდაც ერთი კალორიული სადილისთვის ოჯახისთვის, ამ შეკითხვით ჩვენი საიტის მკითხველ დედებსაც მივმართეთ. აი, ზოგიერთი კომენტარი:
"ორი ბავშვის დედა ვარ,ბავშვებმა დღის განმალობაში ბოსტნეული და ხილი რომ ზომიერად მიიღონ, დახლოებით 5-6 ლარია საჭირო დღეში, უფროსების კვებაზე რომ აღარაფერი ვთქვა.... ალბათ ნებისმიერ ოჯახს დღეში დაახლოებით მინიმუმ 15-20 ლარი სჭირდება".
ქეთი
"აგრესია მიჩნდება... ორი პატარა და სამი ზრდასრული ვართ ოჯახში და მინიმუმ 15 ლარი გვინდა დღეში... ესეც არ არის საკმარისი, მაგრამ..."
ეკა
"მე მაგალითად, მარტო პურისთვის დღეში 3 ლარამდე მჭირდება. მარკეტში ერთი შესვლა 25-30 ლარია და ხელში გიჭირავს მხოლოდ აუცილებელი პროდუქტები. ბაზარში ხილიც და ბოსტნეულიც ისეთი ძვირია (თან როდესაც ბავშვებისთვის ყველაფერი ხარისხიანი და ჯანსაღი გინდა, მით უმეტეს), მინიმუმ 20 ლარი ისე გინდა, როგორც არაფერი. ამას თუ ყველსა და ხორცს დაუმატებ, რომელიც კვირაში ორჯერ მაინც ხომ უნდა ვაჭამო ბავშვს, თავად გამოთვალეთ, რა გამოვა. ერთი კვებაც კი არ დაჯდება ლარი და 18 თეთრი, არათუ მთელი დღე, მით უმეტეს, ოჯახის".
ლელა
"1 ლარისა 18 თეთრის მარტო ჩაი და პური რომ ვაჭამო ბავსშვებს, ისიც კი არ ეყოფათ მთელი დღე".
ეკა
"1.18. ერთი კვების ფულიც არაა, არამცთუ 1 დღის. როგორც არ უნდა ეკონომია გავწიო, 20 ლარი მაინც გვინდა. პირადად ჩემს ოჯახს".
ლიკო
"ძალიან ეკონომიურად ვცხოვრობ და ყველაფერს იაფსა და ბითუმად ვყიდულობ, მაგრამ ჯერ ვერ მივაგენი მაგ არითმეტიკის სიზუსტეს. მაგ დათვლით ისე გამოდის, რომ თუნდაც ერთი კვება ჯდებოდეს მხოლოდ 1 ლარი და 18 თეთრი, დღეში ოთხი კვება დაჯდება დაახლოებით 5 ლარამდე. თურმე თვეში 150 ლარი ყოფილა საკმარისი სრულფასოვანი კვებისთვის? მანახეთ ოჯახი, რომელიც 150 ლარად კალორიულად და ჯანსაღად იკვებება... მაშ რატომ იდგამს ხალხი წელებზე ფეხს და რატომ ეძებს სამსახურს, თუ ასე ცოტა ყოფილა საკმარისი ოჯახის გამოსაკვებად???"
ანი
"თევზი, ხორცი, ქათამი, ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები 1 კვირის სამყოფი 5-სულიან ოჯახზე ჩემთან შეადგენს---> 400ლარს!".
მარი
"ადამიანმა ჯანსაღად რომ იკვებოს, მითუმეტეს ბავშვიანმა ოჯახმა, 20ლარიც არ ეყოფა".
დიკუ
"დღეში 50 ლარი მაინც გინდა, რომ ნორმალური საჭმელი გააკეთო, ცალკე ბავშვებს უნდათ ათასი რამე, პამპერსებზე, ჰიგიენაზე, გადასახედებზე და სხვა უამრავ ხარჯზე აღარაფერს ვამბობ..."
თეონა
"50 ლარი არის საჭირო, რომ დღეში ოჯახმა ნორმალურად იკვებოს. მარტო ერთხელ ხომ არ ვჭამთ? მით უმეტეს ბავშვები უფრო კალორიულ და ჯანსაღ პროდუქტს უნდა იღებდნენ..."
სოფო
"გული მწყდება, იცით... მე მიყვარს ჩემი საქართველო, მაგრამ შესაძლებლობა როგორც მომეცემა, ალბად წავალ ოჯახით საზღვარგარეთ. რატომ უნდა ხდებოდეს ასე, აქ მთავრობა ისქელებს ჯიბეებს ხალხის ხარჯზე, განსაკუთრებით სწორედაც რომ ემიგრანტების ხარჯზე და ხალხი კიდევ სხვაგან გარბის... ნეტავ როდემდე გაგრძელდება ასე..."
მარიამი
"ერთ ჭამაზე ჩემს 8 წლის შვილს ერთი კოლოფი (200 გრამი) ხაჭო უნდა, რომელიც 2,60 ლარი ღირს. არც კი ჰყოფნის... ფხვნილისგან და მარგარინისგან მოზელილ ხელოვნურ ხაჭოს ნამდვილად ვერ ვაჭმევ... დანარჩენ წვრილმანებს აღარ დავწერ. როგორ მენიუს გულისხმობენ 1,18 თეთრში, ცარიელი პურსა და მაკარონს? ეს კვება არ არის. ეს შიმშილობაა".
თეა