ეს ფოტოამოცანა ვერავინ ამოხსნა სწორად! ეს ფოტოამოცანა ვერავინ ამოხსნა სწორად! მართლაც ძნელი დასადგენია, რამდენი წლის არის ეს გოგონა. მაკიაჟი და ფოტოგადაღება იმდენად ცვლის ადამიანს, შეიძლება, ახალგაზრდა ქალი დააბეროს და ბებერი გააახალგაზრდავოს.
სერბმა ფოტოგრაფმა მარკო ველიოვიჩმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის შედეგები გაგაოგნებთ. გადახედეთ ამ ფოტოებს და სცადეთ გამიოცნოთ, რამდენი წლისაა ეს გოგონა. პასუხი ბოლოში გელოდებათ...
ამ მოდელს ტამარა მიხაილოვიჩი ჰქვია. რას იტყვით აბა? მე 23 წელს მივცემდი, მეტს არა. თქვენ?
ახლა კი დადგა ჭეშმარიტების მომენტი - მაკიაჟის მოხსნა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ტამარა მხოლოდ 10 წლისაა. ფოტოგრაფმა გოგონა მოზრდილი ქალის სახით გადაიღო, თან ისე, რომ ფოტოშოპი არ გამოუყენებია. მას სურდა დაემტკიცებინა, რამდენად შეუძლია ფოტოს მაყურებლის მოტყუება.