ბედმა შეყვარებულ წყვილს საშინელი სიურპრიზი მოუმზადა ეს ამბავი მართლა დაუჯერებელია. მოსკოველი წყვილი - ვლადიმერ და მარია კუდრინები ჩვეულებრივ ცხოვრობდა. მალე მათ ოჯახს შევსება ელოდა. ქალის ორსულობა გართულების გარეშე მიმდინარეობდა და სანუკვარი დღეც ახლოვდებოდა. თუმცა ბედმა შეყვარებულ წყვილს საშინელი სიურპრიზი მოუმზადა.
დეკრეტილ შვებულებამდე ორი კვირა რჩებოდა, როცა მარია შემთხვევით მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. მისი თავი პლატფორმასა და მოახლოებულ მატარებელს შორის აღმოჩნდა. მარიამ გონება დაკარგა. თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ ორსულის ჩავარდნა სრული შემთხვევითობა იყო.
საავადმყოფოში ქალს თავის ქალის ღია ტრავმა დაუდგინდა, თუმცა არ დაბნეულან. მათ ორი სიცოცხლე უნდა გადაერჩინათ. საბედნიეროდ, საქმე კარგად გააკეთეს, ორსულობა შეუნარჩუნეს და ორიოდე კვირაში საკეისრო კვეთით ამოიყვანეს ბავშვი კომაში მყოფი დედის მუცლიდან.
გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. მამამ მას ოქსანა დაარქვა და გვერდიდან არ შორდება. უკვე სახლშიც წაიყვანა და ამბობს, რომ ეს ნამდვილი სასწაულია. ახლა კი ცოლის გამოჯანმრთელებას ელის.
საბედნიეროდ, გონს მოვიდა და ამბობენ, რომ სტაბილური მდგომარეობა აქვს. ჯერჯერობით, მეხსიერება დაქვეითებული აქვს, საკუთარ ქმარსაც ვერ სცნობს და ვერ იხსენებს, ლაპარაკზე და სიარულზეც ჯერ ნაადრევია საუბარი. თუმცა ქმარს იმედი აქვს, რომ მარია ამ მდგომარეობიდანაც გამოძვრება და მალე დაუბრუნდება საყვარელ ოჯახს.