რას ამბობენ მომღერლის მეგობრები მომღერალი ნინი წიკლაური, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და კარიერის ასაწყობად, გათხოვდა. როგორც ჩანს, იქ პირადი ცხოვრებაც აიწყო. ეს სასიამოვნო სიახლე მისი ფეისბუქ გვერდიდან შევიტყვეთ. ამ გვერდზე 7 იანვარს გამოაქვეყნა ფოტო წარწერით Just Married. პოსტს ბევრი მილოცვა თუ კომენტარი ახლავს.
საინტერესოა, რომ ნინი არ ასაჯაროებს მეორე ნახევრის ვინაობას. როგორც ჩანს, ზოგიერთი ვარსკვლავის მსგავსად, ყურადღებისა და შთაბეჭდილების გასაძლიერებლად მალავს მას, ან კიდევ, არ სურს, მედიით გასაჯაროვდეს მისი ვინაობა.
საინტერესო ის არის, რომ მისი მეგობრების დიდმა ნაწილმაც არ იცის ნინის რჩეულის ვინაობა. რატომ მოხდა მისი ქორწინება ასე გასაიდუმლოებულად, იმედია, მალე გავიგებთ. ყოველ შემთხვევაში, ნინი ჰპირდება მეგობრებს, რომ მალე გააცნობს თავის რჩეულს.
ეს პოსტი ნინის გვერდიდან არის:
რასაკვირველია, ამ პოსტმა მისი მეგობრები აღაფრთოვანა, ბევრი გაოცებულიც კი იყო ამ სასიამოვნო სიახლით, უამრავი ცნობილი სახე, მათ შორის გიორგი ვარდოსანიძე, ქეთი ორჯონიკიძე, მარინა ბერიძე და ა.შ. ულოცავენ მომღერალს გაბედნიერებას. კომენტარებშივე ეკითხებიან ნინის, თუ ვინ გახდა მისი მეორე ნახევარი, მომღერალიც, როგორც გითხარით, ყველას ჰპირდება, რომ მალე რჩეულს ყველას გააცნობს.
ნინი ამჟამადაც ნიუ-იორკშია. სამწუხაროდ, ჯერ ვერ შევძელით მასთან დაკონტაქტება, რომ დეტალები პირდაპირ თქვეთვის გვეამბო.
თეკლა ჟვანია