ოცნების ასრულება ყოველთვის შეიძლება! ქალებისგან ძალიან ხშირად გვესმის, რომ მას შემდეგ რაც ბავშვი გააჩინეს, აღარ აქვთ დრო საკუთარი თავისთვის. 33 წლის მრავალშვილიანი დედა, კარინ ჯანსი ამტკიცებს, რომ ეს უბრალო წუწუნია. სურვილმა, შეეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ, სამშვილიან დედას უდიდესი წარმატება მოუტანა.
კარინი მარტოხელა დედაა. ის ყოველდღე ხედავდა, რომ საშინლად გამოიყურებოდა და გადაწყვიტა კარდინალურად შეეცვალა საკუთარი გარეგნობა. ყველაფერი ჯანსაღი კვებით და ვარჯიშით დაიწყო.
პირველ ეტაპზე უარი თქვა ცომეულსა და ტკბილეულზე. ბავშვების გარემოცვაში ასეთი შეზღუდვა დედისთვის ძალიან რთული იყო. ისინი ხომ საუზმეს ბუტერბროტებით და ტკბილეულით იწყებდნენ. თუმცა, გონიერ დედას ახსოვდა, მას ჰქონდა მიზანი და აუცილებლად უნდა მიეწღია მისთვის.
შემდეგი ნაბიჯი იყო ვარჯიშის დაწყება. კარინმა იყიდა ველოტრენაჟორი და დაიწყო რეგულარული ვარჯიში. ის ყოველდღე, დილის 5 საათზე დგებოდა და სანამ მისი პატარები ტკბილ სიზმრებს ხედავდნენ, ის დაუღალავად ვარჯიშობდა. მას შემდეგ რაც ვარჯიშში კარგად გაიწაფა, დაუკავშირდა ტრენერს, რომელიც მოტივაციის გარდა ურჩევდა მონაწილეობა მიეღო ფიტნეს-შეჯიბრში - „ავსტრალიის მის მოდელი“.
კარინის ბავშვობის ოცნება მოდელობა იყო, მაგრამ ბავშვების გაჩენის შემდეგ ამ ოცნების რეალობაში ასრულება მას წარმოუდგენლად მიაჩნდა. ვარჯიშის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ კარინი შესამჩნევ შედეგს ხედავდა. ის იოგითაც დაკავდა და მიიღო გასაოცარი შედეგი.
16-კვირიანი, დაუღალავი შრომის შემდეგ ახალგაზრდა დედამ მონაწილეობა მიიღო ძალიან პრესტიჟულ კონკურსში. ის ამაყად გავიდა სცენაზე და გასაოცარი შეფასება დაიმსახურა, მან აიხდინა ბავშვობის ოცნება და გახდა გამარჯვებული კატეგორიაში „ფიტნეს მოდელი“.
როგორც მრავალშვილიანი დედა აცხადებს, ის არ აპირებს ამ გამარჯვებით დაკმაყოფილებას და ლავ-ვეგასის ანალოგიურ კონკურსში გამარჯვებას გეგმავს. „ახლა მე გაცილებით მეტ თავდაჯერებულობას ვგრძნობ, დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაზე არაფერია შეუძლებელი და მიუღწეველი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩემი შვილები ამაყობენ ჩემით. ვუსურვებ ყველა ქალს, განიცადოს და იგრძნოს ასეთი ბედნიერება“, - აცხადებს კარინი.