ყველაზე კითხვადი
ამ პატარა ბიჭმა 65 ოპერცია გადაიტანა იმ ნივთის გამო, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს სახლში
ამ პატარა ბიჭმა 65 ოპერცია გადაიტანა იმ ნივთის გამო, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს სახლში
კარლა და მაიკლ როუჩები ჩვეულებრივი ოჯახური წყვილია. ფოტოზე ისინი თავიანთ 7 წლის იტანსა და 5 წლის ემეტონთან ერთად არიან. დაგვეთანხმებით, ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან. თუმცა 4 წლის წინ მათ საშინელი კოშმარი გადაიტანეს. პატარა ემეტი სიკვდილს ძლივს გადაურჩა...
მაშინ ჯერ ერთი წლისაც არ იყო, როდესაც მშობლებმა შეამჩნიეს, რომ ძალიან შეიცვალა და უცნაურად იქცეოდა. ბავშვი სულ კაპრიზობდა, წუხდა და ახველებდა. მშობლებმა სასწრაფოდ მიმართეს ექიმს. გასინჯვის შედეგად, ექიმმა განსაკუთრებულს ვერაფერს მიაგნო. ჩათვალა, რომ ეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
უბრალო გაციება იყო და დანიშნა სიმპტომური მედიკამენტები გაციების სამკურნალოდ.
თუმცა, მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. რამდენიმე დღის შემდეგ ხველას სისხლიც გამოჰყვა. ამას გარდა დაეწყო შეუჩერებელი ნერწყვდენა. სიმპტომები კრუპს ჰგავდა.
mshoblebi
ექიმმა გადაწყვიტა, ბავშვისთვის რენტგენი გადაეღო. სურათზე ბავშვის ასეთი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი აშკარად გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვს პატარა, მრგვალი ელემენტი ჰქონდა გადაყლაპული. ელემენტი საყლაპავში იყო გაჭედილი, თავიდან ის ბავშვს არ აწუხებდა, მაგრმა როგორც ჩანს, ნელ-ნელა გამოყოფდა ელექტროლიტს, რომელმაც დაიწყო მომქედება საყლაპავის ლორწოვანზე. ნივთი სასწრაფოდ ამოუღეს ბავშვს, მაგრამ ტუტემ მოასწრო ორგანიზმში გასვლა და ბავშვს დიდი ზიანი მიაყენა. მისი საყლაპავი და საჭმლის მომნელებელი სისტემა ძლიერად დაზიანდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის აღსადგენად ბავშვს 65 ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. დიდი ხნის განმავლობაში არ შეეძლო დამოუკიდებლად ჭამა და სუნთქვა. იმისთვის, რომ ელაპარაკა, დასჭირდა ხელოვნური ხმის იოგების ოპერაციულად ჩადგმა. საბედნიეროდ, ნამდვილი მებრძოლი აღმოჩნდა! მან ყველანაირი დაბრკოლება გადალახა, ახლა კი არაფრით განსხვავდება მისი თანატოლებისგან...
mshoblebi
ერთი შეხედვით უწყინარი ნივთი, ელემენტი, რომელიც ყველა ჩვენგანის ოჯახშია, კინაღამ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ბავშვის მშობლებმა, გადაწყვიტეს მთელი მსოფლიოსთვის მოეყოლათ ეს ამბავი, რათა ყველა მშობელი იყოს ყურადღებით! 
mshoblebi
29960
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
24.04.2017
გარდაცვლილთაგან ოთხნი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ - და-ძმა იმედო და ნინიკო გოგმაჩაძეები
23.04.2017
სახურავიდან გადმოვარდნილი გოგონა გარდაიცვალა, ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბიჭი კი თოკებზე დაეცა...
23.04.2017
რა ლოცვა უნდა ვთქვათ თომას კვირას, რატომ რიგდება ამ დღეს არტოსი და რა დანიშნულება აქვს მას
22.04.2017
დღეს პატარა ზუკა უკვე დიდი კაცია და ოჯახს ქმნის
22.04.2017
ძლიერმა ქარმა თბილისსა და რუსთავში საკმაოდ ბევრი პრობლემა შექმნა




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი