თინი მხატვარი დედისა და დეკანოზი მამის ოჯახში გაიზარდა... დღეს კიდევ ერთი სელებრითის ქორწილის შესახებ გვინდა, გამცნოთ. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი თინი გალდავა, იგივე ეკაკო გაბედნიერდა. ეკაკო მაყურებელმა ცოტნე ცოტაშვილის პარტიის აქტივისტ გოგოდ გაიცნო, თუმცა, შემდეგ მის ირგვლივ სიუჟეტი უფრო გაღრმავდა და დიდი პოლიტიკით დაინტერესებული გოგონა უკვე "გრუშას" შეყვარებულად მოგვევლინა.
რეალურად, თინი მხატვარი დედისა და დეკანოზი მამის ოჯახში გაიზარდა. დედას უნდოდა, ბალერინა გამოსულიყო, მამას - მხატვარი, საბოლოო ჯამში პროფესიული არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთა და მსახიობობა გადაწყვიტა...
მისი რჩეული ნიკა ჩხაიძეა, ისიც მსახიობია. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს, ჯგუფელები იყვნენ, სასწავლებელიც ერთად დაამთავრეს. როცა თინი "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა, დაახლოებით იმავე პერიოდში აიყვანეს ნიკაც სერიალ "შუა ქალაქში", სადაც ოთოს როლს ასრულებდა.
ცოტა ხნის წინ ნიკას და თინის ნიშნობა ჰქონდათ, მსახიობმა მეგობრებთან ერთად "დევიშნიკიც" კი მოაწყო, დღეს კი თინიმ და ნიკამ სიყვარული ოჯახის შექმნით დააგვირგვინეს. რასაკვირველია, თინის ბედნიერებას იზიარებენ სერიალის მსახიობები და სოციალურ ქსლეში ქორწილის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ.
თეკლა ჟვანია