ქეთამ შვილის ბანაობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სკანდალი მოჰყვა
ქეთამ შვილის ბანაობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სკანდალი მოჰყვა
ქეთა თოფურია აქტუალობას არასდროს არ კარგავს. ყოველთვის მოდური, მხიარული, აქტიური და... სკანდალურია. მისი სხვადასხვა ნაბიჯი თუ ფოტო ხშირად იწვევს აჟიოტაჟს, აზრთა სხვადასხვაობას. მომღერალს არც შვილის გაჩენის შემდეგ დაუკარგავს საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება, მით უმეტეს, რომ მშვენიერ ფორმაშია და სცენასაც მალე დაუბრუნდა.
ამჯერად მისი თაყვანისმცემლები ”ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულმა ორმა ფოტომ ააღელვა. პირველზე ქეთა უმაკიაჟოდ არის აღბეჭდილი, მორიგი გადაფრენის წინ - ასე მიაწერა ქეთამ ფოტოს და სავარაუდოდ, აეროპორტში მყოფს ან იქ წასვლამდე აქვს ეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფოტო გადაღებული.
mshoblebi
რატომღაც ქეთას თაყვანისმცემლების დიდ ნაწილს ეს ბუნებრივი ფოტო არ
მოეწონა და უარყოფითი კომენტარებით აავსეს მომღერალი. 
რამდენად ხშირადაც საკუთარ ფოტოებს დებს, ისე ხშირად სულაც არ ანებივრებს საზოგადოებას ქალიშვილის ფოტოებით. პატარა ოლივიას სრული ფოტო - ანუ სადაც სახე უჩანს, პრაქტიკულად, ჯერ არ გამოქვეყნებულა. ძირითადად, სახე დაფარული აქვს ხოლმე. ასეა რამდენიმე ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოზე.
mshoblebi
mshoblebi
რამდენიმე დღის წინ კი ბავშვის ბანაობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც პატარა ოლივია გაცილებით კარგად ჩანს. თუმცა ფოტო სკანდალური სულ სხვა რამის გამო აღმოჩნდა. საქმე ის არის, რომ ფოტოზე ოლივია თავის აბაზანაში ბანაობს, სპეციალურ სკამში ჩამჯდარი. სწორედ ამ სკამმა გამოიწვია ზოგიერთი გამოცდილი მშობლის აღშფოთება. მათი აზრით, ოლივია ჯერ არ არის იმხელა, რომ ასე იჯდეს სკამზე.
mshoblebi
ოლივია 7 თვის ხდება და ბევრის აზრით, მისთვის ადრეა ასეთ სკამში ჩაჯდომა. ზოგს სათამაშოც არ მოეწონა და მისი გაკრიტიკებაც დაიწყო. ფაქტი კი ის არის, რომ სავარაუდოდ ქეთას არც წაუკითხავს ეს კომენტარები და ალბათ არც აინტერესებს მსგავსი კრიტიკა.
57168
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (18)
16:40 / 14-02-2016
gela
ქეთა მაგარი გოგო ხარ! წარმატებები შენ და შენს ლამაზ ოჯახს ♡
10:22 / 12-02-2016
irina
შეიძლება ყველაფერი აკრიტიკო?. არ დაიღალა ეს ხალხი? მიხედეთ რა თქვენს შვილებს
02:33 / 09-02-2016
ანა
დაიწყო ეხლა გაკრიტიკებააა
16:13 / 29-01-2016
ლალი
ხალხის გაბოროტებას საზღვარი არა აქვს.
10:16 / 29-01-2016
ნანა
როგორ არ შეიძლება ჯდომა. ეს სკამი ზუსტად ამ დროსაა საჭირო, თორე 7-8 თვისას უკვე უნდა აჩვევდე ჩვეულებრივ ბანაობას. ამ სკამს აუცილებლად ეწერება ასაკი. ხოოოდა ტლიკინმოწყურებულებმა ეხლა მოატანინეთ ქეთას ინსრუქცია გაასაჯაროოს, შეიძლება თუ არა. :))))))
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
18.02.2017
ყურადღებით დააკვირდით ფოტოებს და მხოლოდ ის ამოირჩიეთ, რომელიც...
18.02.2017
კაცი, რომელსაც მუხლებში უვარდებოდნენ, მის გამო მატარებლებს აჩერებდნენ და მილიონიან ჰონორარებს უხდიდნენ
18.02.2017
"აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც ყველაზე ლამაზი უწოდე..."
17.02.2017
"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჟურნალი აბიტურიენტს დაეხმარება, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები დაიმსახუროს"
17.02.2017
ამ კაცის ისტორია ვირუსივით გავრცელდა და შეგვახსენებს, რომ განქორწინება აუცილებლად მტრობას არ ნიშნავს
17.02.2017
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია...
17.02.2017
ულამაზესი ქალიშვილები ჰყავს, რომელთაგან ერთი ინგლისში სწავლობს




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28