ყველაზე კითხვადი
ყურადღება: ამ ბავშვმა მხედველობის 75% დაკარგა იმ ნივთის გამო, რომელიც შეიძლება ყველას აქვს სახლში!
ყურადღება: ამ ბავშვმა მხედველობის 75% დაკარგა იმ ნივთის გამო, რომელიც შეიძლება ყველას აქვს სახლში!
ავსტრალიაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა ამ ამბის გამო და ყველა მშობელი გააფრთხილეს, რომ ლაზერული პოინტერები, ე.წ. მისათითებლები, რომლებსაც ბევრი ბავშვი სათამაშოდ იყენებს, სულაც არ არის სათამაშო - პირიქით, ძალიან საშიში ნივთია.
ამბავი მას მერე გახმაურდა, რაც შეისწავლეს ამ ბიჭუნას ამბავი (მისი სახელი არ კონკრეტდება). ოფთალმოლოგ ბენ არმიტაჟთან ბავშვი თვალის სიწითლით და მხედველობის მოულოდნელი დაქვეითებით მიიყვანეს. ბავშვს საკმაოდ მოკლე დროში რამდენჯერმე მიუნათებია თვალებში ლაზერი, ვითომ თამაშობდა - რამდენ ხანს გაუძლებდა. ახლა ბავშვი მხოლოდ
You must have Flash Player installed in order to see this player.
25 პროცენტს ხედავს, მხედველობის 75% დაკარგული აქვს.
სულ რამდენიმე ხანში ბავშვს
თვალები აუწითლდა, მერე კი მხედველობის შესუსტებაც იგრძნო. ლაზერმა დამწვრობა გამოიწვია თვალის ისეთ უბნებში, რომლებიც ვეღარ აღდგება. 
mshoblebi

როგორც ექსპერტები ამბობენ, მსგავსი შუქის მინათება თვალებში ისედაც საშიშია, მით უმეტეს, ამგვარი მისათითებლები ძირითადად ჩინეთშია წარმოებული და ბევრი ნორმაა დარღვეული. ასე რომ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ და თუ გაქვთ სახლში მსგავსი ნივთები, მოაშორებთ ბავშვებს. ასევე ისიც აუხსენით, რომ არც სათამაშო თოფებისა და ავტომატების ლაზერებია მთლად უსაფრთხო და ეცადონ, ერთმანეთს თვალებში არ მიანათონ.
იხილეთ ვიდეო

44696
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
27.03.2017
”მაგ დროს ვგრძნობ, როგორ მასუსტებს და მიჩერებს გულისცემას შენი სუნი...”
27.03.2017
კულტურათა გზაჯვარედინზე თავმოყრილი ყველა გემო, ტრადიცია და უამრავი რეცეპტი ერთ წიგნში
26.03.2017
ამ ტყუპის დედა მშობიარობას გადაჰყვა და დედინაცვალმა გაზარდა... - მანანა შარაბიძის საოცარი ისტორია
25.03.2017
„ტაძარში გამოჩნდა მეტიჩარა ქალი, რომელმაც იმდენად ცუდად მომცა შენიშვნა, რომ ცხარე ცრემლებით მატირა...“




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი