ამის დაჯერება მართლა რთულია, მაგრამ ასეთი საშინელებები ხდება - ქალი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს! მედიცინის დანიშნულება დაავადების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკაა. ასევე - ჯანმრთელობის შენარჩუნება, სიცოცხლის გახანგრძლივება, ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილის შემსუბუქება.
სამწუხაროდ, ზოგიერთ ექიმს მავნებელის გარდა ვერაფერს უწოდებ. გაუგებარია საიდან მოდის ასეთი უყურადღებობა: კარგად არ სწავლობდა, არ უნდოდა სწავლა ან ვერ სწავლობდა. ხშირად ადამიანები საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ თავს უარესად გრძნობენ. ექიმს მოეთხოვება მაქსიმალური ყურადღება, კონცენტრაცია და თავისი პროფესიის დიდი სიყვარული. თუმცა ექიმები, რომელთაც ჩვენი გმირი შეხვდა, სულაც არ იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი პროფესიონალი. ის რაც მოხდა, არანაირ ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარება.
იულია 9 თვის ორსული იყო და მოუთმენლად ელოდა მეორე ბავშვს - ბიჭს. ბედნიერმა მშობლებმა დაბადებამდე დაარქვეს სახელი - დიმა.
როდესაც მოვიდა მშობიარობის დრო, აპირებდა, ფიზიოლოგიურად ემშობიარა, მაგრამ ნაყოფის ჯდომითი მდებარეობის გამო ექიმებმა გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ საკეისრო კვეთა.
დიმა ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა დედა სულ უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა თავს. მშობიარობიდან 2 კვირის შემდეგ იულიას მუცელი დაპატარავების ნაცვლად, იზრდებოდა. ტკივილები ძლიერდებოდა. გოგონამ გადაწყვიტა, ექიმთან კონსულტაციაზე მისულიყო (იქ, სადაც იმშობიარა), თუმცა მათ ვერანაირი პათოლოგია ვერ აღმოაჩინეს.
24 დღის შემდეგ იულიას ტემპერატურა აეწია. სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში წაიყვანა. ექოსკოპიაზე მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით სითხე და უცხო სხეული აღმოუჩინეს.
ოპერაცია 5 საათს გაგრძელდა. გოგონას მუცლიდან 2 ლიტრამდე ჩირქი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - ნაჭერი ამოუღეს.
იულია შოკში იყო, როდესაც გაიგო ცუდად ყოფნის მიზეზის შესახებ. ექიმების გულგრილობისა და უყურადღებობის გამო, რომელთაც საკეისრო კვეთის დროს გამოყენებული ნაჭერი ქალს მუცელში ჩაუტოვეს, ორი ბავშვი შეიძლებოდა დედის გარეშე გაზრდილიყო...
ამჟამად ოჯახი ელოდება ფულად კომპენსაციას. მთავარი კი ისაა, რომ იულია შვილებისა და მეუღლის გვერდითაა, გადარჩა.