დედის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი ბევრს ჩააფიქრებს 2015 წლის ნოემბერში ერთმა ახალგაზრდა დედამ ამერიკაში სახლის პირობებში ექსპერიმენტი ჩაატარა. თვითონ ექსპერიმენტი საკმაოდ ბანალურია, მაგრამ შედეგი თითოეულს ჩააფიქრებს. ბრენდი 4 წლის ტყუპი ბიჭის - ბლეინის და რაილის დედაა. ერთხელ დედას მოუნდა ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება - დაჯდა ოთახის კუთხეში და უყურებდა, როგორ თამაშობდნენ ბავშვები. მისი ამოცანა იყო დაეთვალა, რამდენჯერ გაიხედებოდნენ ბიჭები დედისკენ ამა თუ იმ მიზეზით. შედეგი გაუზიარა მეგობრებს ფეისბუქზე.
აი, რა დაწერა მან: "დღეს სახლში ჩავატარე პატარა ექსპერიმენტი, სანამ ჩემი ბიჭები თამაშობდნენ. ჩუმად ვიჯექი ოთახის კუთხეში და ვუყურებდი, რამდენჯერ გამომხედავდნენ ამა თუ იმ მიზეზით. მათ უნდოდათ ენახათ ჩემი რეაქციები. მაშინ ვიფიქრე: რა მოხდებოდა, თუ იმ დროს მზერა ბავშვებისკენ კი არა, ტელეფონისკენ მექნებოდა მიპყრობილი? თამაშის დროს დაახლოებით 28-ჯერ გამოიხედეს ჩემსკენ ბავშვებმა. მე რომ ტელ
სამყაროში, სადაც შენი წარმატება ისაზღვრება "ლაიქების" რაოდენობით; სამყაროში, სადაც ცოცხალი ურთიერთობა შეიცვალა მეზობელ ოთახში მიმოწერით - მე გთხოვთ: გადადეთ თქვენი მობილური ტელეფონები და გაატარეთ დრო ახლობლებსა და ოჯახის წევრებთან. შემდგომი თაობა იმედოვნებს, რომ ჩვენ ვასწავლით მათ, თუ როგორები უნდა იყვნენ, და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, თუ როგორები ვიყოთ უფროსები. არადა, ჩვენ კი ვკლავთ დროს ინტერნეტით..."