ბავშვის დაბადება მათთვის ნამდვილ სასწაულად იქცა მალინი სტენბერგს და კლას ნილსონს გეტებორგიდან, სრული უფლება აქვთ იმისა, რომ თავიანთ თავს ყველაზე ბედნიერი წყვილი უწოდონ. ბავშვის დაბადება მათთვის ნამდვილ სასწაულად იქცა. სიტყვა „სასწაული“ ამ შემთხვევაში არ იხმარება წინადადების „შესალამაზებლად“.
მალინი და კლასი დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ და ძალიან უყვართ ერთმანეთი. მათ სრულ ბედნიერებას ხელს უშვილობა უშლიდა. მალინი დაავადებული იყო რაკიტან- კიუსტნერის სინდრომით. ეს თანდაყოლილი ანომალიაა, რომლის დროსაც გოგონა იბადება საშვილოსნოს გარეშე. ადრე ითვლებოდა, რომ ქალი, რომელსაც ასეთი დიაგნოზი ჰქონდა, ვერ შეძლებდა გამხდარიყო დედა. ერთადერთი გზა მათთვის იყო ხელოვნურად, სუროგატის მეშვეობით ბავშვის ყოლა. მაგრამ ახლახან ქალებს, რომელთაც მსგავსი დიაგნოზი აქვთ, შანსი მიეცათ, თავად გააჩინონ ბავშვი!
გეტებორგის უნივერსიტეტის გუნდმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა თამამი ექსპერიმენტი. მათ შეარჩიეს 9 ქალი, რომელთაც არ ჰქონდათ საშვილოსნო. აქედან ზოგიერთს საშვილოსნო ამოკვეთილი ჰქონდა (საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ოპერაციის შედეგად), დანარჩენს კი დაბადებიდან ჰქონდა ეს დეფექტი. ყველას გადაუნერგეს მათივე ნათესავების საშვილოსნოები, რომლებმაც გადაწყვიტეს, გამხდარიყვნენ დონორები.
«ეს ახალი სახის ქირურგიაა. სახელმძღვანელო ამ ოპერაციის სწორად წარმართვისთვის - არ არსებობს. საშვილოსნოს გააჩნია საკმაოდ რთული სისხლის მომარაგების სისტემა, ამიტომ ტრანსპლანტაციის დროს რთული იყო მისი შრომისუნარიანობის შენარჩუნება. ჩვენ გადავშალეთ ახალი ფურცელი მედიცინაში!" - ამბობს პროფესორი ბრენსტრომი.
მალინს თავისი 60 წლის ნათესავის ევა როუზის საშვილოსნო გადაუნერგეს. მან უკვე ორი ბავშვი გააჩინა და ახლა ოთხ შვილიშვილს ზრდის. ევა დაუფიქრებლად დათანხმდა დონორობას.
ცხრავე ოპერაცია წარმატებით დასრულდა. 1 წლის შემდეგ მალინი დაორსულდა. ორსულობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. მშობიარობა დროზე ადრე დაეწყო, მაგრამ ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია. მალინს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ქვეყანას მოევლინა არაჩვეულებრივი ბიჭუნა.