ძიებამ დაადასტურა, რომ შოკოლადში აღმოჩენილი პლასტმასი წარმოების პროცესში დანადგარიდან ჩაიღვენთა გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთსა და კიდევ 50 ქვეყანაში შოკოლადებს "სნიკერსს", "მარსსა" და "მილკი უეის" სავაჭრო ქსელებიდან ამოიღებენ.
შოკოლადის სკანდალი მას შემდეგ გაღვივდა, რაც გაირკვა, რომ ამ პოპულარულ პროდუქციაში პლასტმასია შერეული. ეს სინთრეტიკური მასალა გერმანელმა მომხმარებელმა სნიკერსის ბატონში იპოვა და კომპანია Mars- ს პრეტენზიით მიმართა. ძიებამ დაადასტურა, რომ შოკოლადში აღმოჩენილი პლასტმასი წარმოების პროცესში დანადგარიდან ჩაიღვენთა და პროდუქტს შეერია. გამოძიებითვე დადგინდა, რომ ეს სავალალო შემთხვევა კომპანიის ჰოლანდიურ ფილიალში მოხდა.
მხოლოდ ჰოლანდიაში უკვე 4 მილიონი ბატონი ამოიღეს სავაჭრო ქსელიდან. სულ რამდენია კომპანიის ზარალი, ამას ჯერ-ჯერობით არ ახმაურებენ. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რუსეთის როსპოტრებნადზორის ინფორმაციით, შოკოლადის წუნდებულ პარტიას შენახვის ვადით 19 ივნისი 2016- 8 იანვარი 2017, რუსეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს.
განცხადებას სავარაუდოდ, ქართველი მომხმარებელთა დამცველებიც გააკეთებენ, მანამდე კი ჯობს დავაკვირდეთ ზემოხსენებულ შენახვის ვადას ან დროებით თავი შევიკავოთ ხსენებული პროდუქტის შეძენისგან.
წყარო