ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფოტოზე სამი თაობაა აღბეჭდილი ისე ჩანს, თითქოს ამ ფოტოზე სამი დაა, რომელთაც თავიანთი შვილები უჭირავთ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფოტოზე სამი თაობაა აღბეჭდილი.
სამივე ქალს ალბათ 25 წელზე მეტს ვერ მისცემთ, თუმცა რომელია აქ ბებია? იაპონელი ქალები ხშირად გამოიყურებიან ასაკზე ბევრად უფრო ახალგაზრდად, მაგრამ მთლად ასე?
თურმე, ჩინეთისგან განსხვავებით, იაპონიაში შობადობის ძალიან დაბალი დონეა და იშვიათად შეხვდებით 40 წლის ბებიას. ამიტომ არის, რომ 42 წლის ბებია კაზუკო ინოუე იქ ყველასთვის ცნობილი ქალბატონია - გამონაკლისი. ეს ქალი 19 წლისა გათხოვდა და იმავე წელს გააჩინა პირველი შვილი...
კაზუკოს, მისი ქალიშვილებისა და შვილიშვილების ფოტო ინტერნეტში საოცრად პოპულარული გახდა. გოგონები მის კვალს მიჰყვნენ, მასავით ადრე დაოჯახდნენ და ისინიც ალბათ ახალგაზრდა ბებიები გახდებიან.
სხვათა შორის, კაზუკომ შარშან სილამაზის კონკურსზე გაიმარჯვა.