საოცარი სიმდიდრე ჩეჩნურ ქორწილში, "თოჯინასავით" პატარძალი და უჩვეულო ტრადიციები არც ისე დიდი ხნის წინ საზოგადოება შოკში ჩააგდო ერთმა ჩეჩნურმა ქორწილმა, რომელსაც საუკუნის ქორწილიც კი უწოდეს - 17 წლის გოგონას თავისზე ბევრად უფროს მამაკაცზე ძალით ათხოვებდნენ (იხილეთ ვიდეო). სულ ახლახან კი ინტერნეტში პოპულარობა მოიპოვა კიდევ ერთმა ჩეჩნურმა ქორწილმა. მას 2016 წლის ყველაზე მდიდრული ჩეჩნური ქორწილი უწოდეს, რომელიც არა მხოლოდ სიძე-პატარძლის ოჯახების სიმდიდრით, უამრავი საჩუქრით და ჩეჩნური საქორწილო ტრადიციებით გაგაოცებთ, არამედ პატარძლისაც, რომელსაც ერთხმად უწოდეს "თოჯინა". ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს.