ბედნიერებაა, როდესაც შენი საკუთარი ხელით ქმნი მომავალს... ”იქს-ფაქტორის” ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარებული გოგონა ცირა კობიაშვილი, რომელმაც სიმღერა გარდაცვლილ შეყვარებულს მიუძღვნა, ჟურნალისტ თათია პაჭკორიას ქალიშვილია. ცირას შეყვარებული, გოგა კვარაცხელია შარშან მოკლეს. ამის შემდეგ ცირას საკმაოდ დიდი სულიერი ტრავმა დარჩა.
გოგონას გამოსვლას ბევრი გულშემატკივრობდა, პირველ რიგში კი დედამისი, ცნობილი ჟურნალისტი თათია პაჭკორია.
”წარმატებები, დედი... ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი საკუთარი ხელით ქმნი მომავალს...) მაგრამ ყველაფერი წინ გაქვს ჯერ და თვითკმაყოფილებას არ მიეცე...” - წერს თათია.
თავად ცირამ კი შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა თაიმლაინზე:
"მთელი დღეა ვფიქრობ, რა გითხრათ და რომელ ერთს გაგცეთ პასუხი. ჩემო მეგობრებო და უცნობო ადამიანებო, ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფა იმისთვის, რომ უკან დაგიბრუნოთ ის სითბო, ყურადღება და გვერდში დგომა, რასაც თქვენგან ვგრძნობ ბოლო 24 საათის განმავლობაში. დიდი მადლობა! ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ!"