"ისე ეჭვიანობდა, რომ ბიუსტჰალტერში მიდებდა რძის ბოთლს და იქიდან ჭამდა" 2015 წლის დეკემბერში გაუჩნდათ კიმ კარდაშიანსა და კანიეი უესტს ვაჟი - სეინტი. თუმცა როგორც ჩანს, მათ უფროს ქალიშვილ ნორტს დღემდე უჭირს შეგუება ამ ფაქტთან და იმის გააზრება, რომ ერთადერთი ბავშვი არ არის ოჯახში. ნორტი მეტისმეტად მიეჩვია გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას, მშობლების მხრიდან გამოჩენილ მზრუნველობას და როცა გააცნობიერა, რომ "კონკურენტი" გამოუჩნდა, დედ-მამას ისტერიკებს უწყობს. იმდენი ქნა, რომ კიმმა გადაწყვიტა, 5 თვის შვილს ძუძუ აღარ აჭამოს, რომ 2 წლის გოგონამ არ იეჭვიანოს.
"მე უარი ვთქვი ძუძუთი კვებაზე, ამაში ნორტია დამნაშავე. ის გამუდმებით ტიროდა, როცა მე სეინტს ვაჭმევდი და ცდილობდა, ჩემი ძუძუდან მოეშორებინა. ისე ეჭვიანობდა, რომ ბიუსტჰალტერში მიდებდა რძის ბოთლს და იქიდან ჭამდა, თითქოს სეინტს ბაძავდა. ერთხელაც გამომიცხადა: "დედიკო, თუ არ შეწყვეტ ჩემი ძმისთვის ძუძუს მიცემას, მე ვერ გადავიტან!" რაღა დამრჩენოდა? ვუთხარი: "ჩემო კარგო, შეხედე, რძე სულ გაშრა", - იხსენებს კიმი ამ ფაქტს.
ნორტს თავიდანვე გაუჭირდა ცხოვრებისეულ სიახლესთან შეგუება. სეინტის დაბადებიდანვე ვერ იგებდა, რატომ ატარებდა დედა მასთან ამდენ დროს და იმდენს ნერვიულობდა, სტრესის ნიადაგზე ლუნატიზმიც კი განუვითარდა - მშობლებს ფსიქოთერაპევტის დაქირავება მოუწიათ, რომ ნორტისთვის ეშველათ რამე.
იმედია, დროთა განმავლობაში შეეგუება ის ძმის არსებობას თავის ცხოვრებაში და ნაკლებად ინერვიულებს, მშობლებსაც არ დაზაფრავს.