"მინდა ყველა გაგამხნევოთ, ეს შეუძლებელი არ არის" 26 აპრილს, დავით გაგუას კლინიკაში სამყაროს ბარბარე მელია მოევლინა. ბარბარე ოჯახში მე-11 შვილია. გოგონა სრულიად ჯანმრთელია და 3200 გრამს იწონის. იხილეთ ვიდეო
სოფო კვაშილავას და მის მეუღლეს აქამდე 10 შვილი ჰყავდათ - 7 ვაჟი და სამი გოგონა. ახლა მათ ქალბატონებს მეოთხე პრინცესა შეემატათ. წყვილს უამრავი ახლობელი ულოცავს ამ სასიამოვნო სიახლეს.
ჩვენც ვუერთდებით მილოცვებს.