"მიხარია, რომ ყველაზე პატარა დათუნას ღირსეული კონკურენტები ჰყავს, მაგრამ გავბედავ და გეტყვით, რომ..." "იქს-ფაქტორის" გუშინდელ ლაივს, რომელზეც დათუნა ლაზარიშვილი გამოვიდა, მუსიკოსმა მაია კაჭკაჭიშვილი და დათუნას დედა კიდევ ერთი პოსტით გამოეხმაურა:
"განცხადებას ვაკეთებ როგორც მუსიკოსი და არა როგორც მშობელი!!! (რეპეტიციაზე რომ მივიყვანე ბავშვი, დაცვამ მითხრა მშობლები გარეთ დაელოდეთო... და ტვინში სისხლი ჩამექცა, ვერ აღვიქვი, მივუბრუნდი და არ ვარ მე მშობელი-თქო, ძალიან გაბრაზებულმა ვუპასუხე...). მე ძალიან მიხარია, რომ ყველაზე პატარა დათუნას ღირსეული კონკურენტები ჰყავს, მაგრამ გავბედავ და გეტყვით, რომ როცა ეს სულელი ბავშვი გამოდის სცენაზე, იცვლება ჟღერადობა, ტემბრი (ინდივიდუალური და არა კოპიო) ინტელექტი, გემოვნება, და რაც მთავარია, მე ეს არ მეჩვენება როგორც დაბრმავებულ დედას, როგორც არ მეჩვენება და "კრასავჩიკს" არ ვეძახი :))))) მომიტევეთ ამბიციისთვის, მაგრამ ვისაც "კარგი ყურები" და გემოვნება გააჩნია სულაც არ ჩათვლის ამას ამბიციად!!!"