”თბილისის გმობა სოფლელებისგან და თბილისელებისგან სოფლელების დაცინვა...” - კიდევ რა არის დღეს მოდაში? ეს პოსტი ერთ-ერთ დედების ჯგუფში განათავსა ერთმა ჩვეულებრივმა დედამ - თამუნა ობოლაძემ. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კომენტარებიც. თქვენ თუ ეთანხმებით თამუნას?
”როგორ ფიქრობთ, დღეს რა არის მოდაში ყველაზე მეტად? ნუ დაიზარებთ თითო ფრაზის დაწერას.
მინიშნებისთვის მაგალითებს მოგიტანთ, ოღონდ ქვემოთ მოცემული მაგალითები სისრულით არ არის წარმოდგენილი და შეგიძლიათ დაამატოთ, ან გამოყოთ მაინც ჩემი მოთხრობილიდან რომელიმე ფრაზა, copy paste-ს საშუალებით.
მაგ: კარვებით ლაშქრობანა, აიფონის მოპოვება, თუმცა სახლში მაცივრის არქონა, ტატუ, საკუთარი ქვეყნის ან სასულიერო პირების გინება, დეპრესიაში ყოფნა, ტუჩების დაბერვა, განქორწინება, ერთი შვილის ყოლა, საკუთარი დედის გინება, კარიერისტობა, პატიოსანი შრომა, ნარკომანობა, "დაქორწინება-განქორწინებით გაპრავებული" ბოზობა, საქველმოქმედო საღამოების ჩატარება, ლეზგინკა, ამერიკაზე ოცნება, ფოტოგრაფია, თბილისის გმობა სოფლელებისგან და თბილისელებისგან სოფლელების დაცინვა, სალათი "ცეზარი" (მგონი სწორად დავწერე), დედის მუშაობა 300-ლარიან ხელფასზე, მაშინ, როცა მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და შვილის პატრონობისთვის ძიძისთვის 350 ლარის გადახდა, პოლიტიკოსობა, ზღვაზე წასვლის წინ შიმშილის დაწყება, ეკლესიაში სიარული, ტუჩების მოპრუწვა, "დაჩექინება", სარკეში პროფილში საკუთარი ტ...-ისთვის ფოტო გადაღება, მერე ფოტოშოპით გაბზეკვა და ფეისბუქზე დადება, ფიტნესზე სიარული, ჰომოსექსუალებისთვის მხარდაჭერის გამოხტვა, ერთმანეთის ჯიბრზე საყვარელი ადამიანი გაჩენა, სკოლაში მასწავლებლების შეურაცხყოფა, ქუჩაში ხელგაწვდილი მთხოვნელისთვის ფულის მიწოდება და ამ ყველაფრის ფოტოზე ასახვა და კვლავ ფეიბუქით გაშუქება, მეცადინეობა კვლავაც ფეისბუქით, პირადი ცხოვრებაც ფეისბუქში ისევ და ისევ და წიგნის "კითხვა" ანუ ყდისთვის ფოტოს გადაღება და კვლავ ფეისბუქზე ატვირთვა, თან მიწერა გვერდით - ესა და ეს, ამასა და ამას კითხულობს გაოცებული, აღფრთოვანებული ან "კაკ მინიმუმ" ევროპასავით შეშფოთებულ-აღშფოთებული....
მე დავიღალე, დანარჩენი თქვენ განაგრძეთ, წერეთ, არ მოგერიდოთ და ნურც განმირისხდებით ამ თბილი პოსტისთვის.”
რამდენიმე კომენტარსაც გთავაზობთ, რომელიც ამ პოსტს მოჰყვა:
”პირადად მე მაღიზიანებს აფერისტობა დიდი დოზით, რაც გამოიხატება შემდეგში, ყველაფრის იდეალურად წარმოჩენა საზოგადოებაში თავის წარმოჩენის თუ პოპულარულობის გამო, მაღიზიანებს "მაღალფარდოვანი" თემასთან სრულიად შეუდარებელი ტერმინებით მეტყველება, სლენგებით დაჯერებული ჩვენი ძარშღვიანი ენა... კიდევ ბევრი რამ, რასაც, სამწუხაროდ ვითომდა მოდის გამო მისდევენ ჩვენი თანამემამულენი”.
მაიკო
”ათეიზმი, მისტიციზმი, ტრადიციების და სტერეოტიპების ნგრევა, ქართველობის დაცინვა, ზოგადად ცინიზმი მოდაშია. პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანა და განხილვა, რაიმე მოვლენის ატაცება და დრამატიზება, ორიგინალურობის და განსხვავებულობის იარლიკის მორგება, თავისუფლების ძიება.. რავი ესენი, რაც ახლა მომაფიქრდა და ყველაზე მკაფიოა ჩემი აზრით
ხო, ინგლისური სლოგანებით საუბარი. ქართული სიტყვების ჩანაცვლება უცხოურით, ინგლისური შრიფტით წარწერების გაკეთება კედლებზე, მერხებზე. და სუპერ ფრაზა: ''დღეს ევროპაში ასეა მიღებული'' ... დაუბანლობა მოდაში???”
მარი
”მე ძალიან მაღიზიზნებს სუყვარულის ახსნის მოდა მეორენახევრის მიმართ ფბ-ზე.”
ია