მას თურმე შურდა, რომ მის ქალიშვილს თაყვანისმცემლები ჰყავდა ამქვეყნად ბევრი უცნაური ადამიანი არსებობს, თავისი უცნაური ახირებებით, რომლებსაც ხშირად, ხორცსაც ასხამენ. ჩვეულებრივ, გოგონები ოცნებობენ ხოლმე, რომ დედებს ჰგავდნენ. თურმე, სხვანაირადაც ხდება.
ინგლისელმა ჯანეტ ჰაროქსმა 40 ათასი დოლარი დახარჯა პლასტიკურ ოპერაციებში, რომ თავის ქალიშვილს დამსგავსებოდა. თურმე ნუ იტყვით, წამოზრდილი ქალიშვილისა შეშურდა, როცა მას თაყვანისმცემლები გაუჩნდა...
ბევრი არ უფიქრია. მაშინ, 2001 წელს, ჯანეტი 57 წლის იყო, მისი ქალიშვილი ჯეინ კანლიფი - 35 წლის.
დედამ დაიწყო და დაიწყო. გაიკეთა ოპერაციები, გახდა, წარბების ფორმითაც შვილს დაემსგავსა და თმის ფერითაც. ახლა მისი ქალიშვილი მასზე ოდნავ მაღალია და თვალებიც სხვა ფერის აქვს, თორემ პრინციპში, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.
ასეთები იყვნენ ჯერ კიდევ 2001 წელს, სანამ დედა გარდაისახებოდა.
ეს კი მაშინ, როცა ჯეინი ჯერ კიდევ პატარა იყო.
თავიდან ჯეინი ცდილობდა შეგუებოდა დედის ცვლილებებს, მაგრამ ახლა უკვე ღელავს: "ვნერვიულობ, რადგან ადრე თუ გვიან დედა ჩემზე უფრო ახალგაზრდული გარეგნობის იქნება, მე კი ასაკი უფრო დამეტყობა და შვილი ხომ დედაზე ასაკოვნად არ უნდა გამოიყურებოდეს?!"
მას მერე, რაც გარშემო მყოფნი მათ დებად აღიქვამდნენ, ერთი პერიოდი ჯეინი დედასთან ერთად არც გადიოდა გარეთ, კომპლექსდებოდა. ახლა ამბობს, რომ მიიღო ის ისეთი, როგორიც არის. თავად კი არ აპირებს პლასტიკურ ჩარევებს. "მე ბუნებრივად დავბერდები".