გოგონა ხელის დასაბან ნიჟარაში ისაქმებს, რადგან დედამისს ეშინია უნიტაზის მიკრობების - მალე საქმეში გამოძიება ჩაერევა! ვალენტინა პოდვერბნაია ორჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია. 30 წლიდან დედასთან ერთად ცხოვრობდა. "გააჩინე შვილი, მოხუცებულობაში მარტო რომ არ დარჩე" - ეს იყო ვალენტინას დედის სიკვდილისწინა სათხოვარი.
სანამ ვალენტინამ დააგროვა 5 000 დოლარი ხელოვნური განაყოფიერებისთვის, ამასობაში მას 65 წელი შეუსრულდა. გენეტიკისა და რეპროდუქციის ინსტიტუტის დირექტორმა იგორ ილინმა თავიდან უარი უთხრა ხანშიშესულ ქალბატონს პროცედურაზე.
ბოლოს შეეცოდა და გადაწყვიტა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. მერე კი ანონიმური სპონსორი გამოჩნდა, რომელიც ამ ამბით დაინტერესდა და მეორე ცდა დააფინანსა. ამჯერად ვალენტინა დაფეხმძიმდა.
გოგონა გაჩნდა ჯანმრთელი, 3,330 გრამს იწონიდა...
თუმცა მას მერე, რაც ვალენტინამ ბავშვი სახლში წაიყვანა, აგერ უკვე 5 წელია მისი საცხოვრებელი სახლის 17 კვ.მ. კარი დაკეტილია მედ. პერსონალისა და სოც. მუშაკებისთვის.
ერთხელ მაზობელს სთხოვა კედლიდან სარკის ჩამოხსნა (შემთხვევით რომ არ გაეტეხა ბავშვს).
- ფანჯრებს არ აღებს, ოთახში ჰაერი პრაქტიკულად არ არის, - ამბობს ალექსანდრე მილერი (მეზობელი, რომელიც მათ სახლში იმყოფებოდა). სამზარეულოში საშინელი სუნი დგას, გოგონა ხელის დასაბან ნიჟარაში ისაქმებს, რადგან ვალიას ეშინია უნიტაზის მიკრობების.
დედა და ბავშვი ტელევიზიაში მიიწვიეს, მაგრამ უშედეგოდ. ზოგჯერ გამოდიან პროდუქტების საყიდლად. 5 წლის გოგონა შეუსაბამოდ იქცევა. შეუძლია ალოკოს ორცხობილა სუპერმარკეტში და ისევ დააბრუნოს დახლზე, მივიდეს უცნობ ადამიანთან და აკოცოს ხელზე. თუ იცელქებს, დედა აგინებს უკანასკნელი სიტყვებით. მისი აზრით, ასეთი ქცევით ის ასწავლის ცხოვრებას.
ბავშვს აქვს თანდაყოლილი სიელმე, დედა არ აპირებს შვილის ექიმებთან მიყვანას, რადგან ფიქრობს, რომ ისინი მავნე წამლებს ჩააწვეთებენ.
მეურვეობის ორგანოებმა ხმაური ატეხეს, მოითხოვდნენ ბავშვის ჩამორთმევას. 71 წლის ვალენტინამ სახლში ბარიკადები ააგო და არავის შეშვებას არ აპირებს.
- არავის არ მივცემ ჩემს შვილს! არ მინდა და არ ვიცხოვრებ მარტო, ჯობია თავი ჩამოვიხრჩო! უნდა გავზარდო, გავათხოვო და შვილიშვილებს მოვესწრო, - ამბობს ვალენტინა.
უკვე ჰყავს შეთვალიერებული კარგი ოჯახის შვილი - სასიძოდ. ეს მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილის ჯანმრთელობა და განათლება.