როდესაც სააბაზანოში კბილებს იხეხავდა, შუქს აქრობდა, რომ საკუთარი თავი არ დაენახა კენდრა უილკინსონი ცნობილი ჟურნალის "ფლეიბოის" შეფ-რედაქტორის ფავროტი გახლდათ. ის თამაშობდა პოპულარულ ტელეშოუში "გოგონები მეზობლად". მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა ჟურნალებში და ცნობადი სახეც გახდა.
თუმცა წარმატებული კარიერის მიუხედავად, კენდრას და რედაქტორს შორის გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა. გოგონამ სამსახური მიატოვა და გათხოვდა. დროდადრო სხვადასხვა გასართობ ტელეშოუში მონაწილეობას აგრძელებდა. ერთ-ერთ შოუში მონაწილეობის პერიოდში შეიტყო, რომ მალე დედა გახდებოდა. პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ორსულობისშემდგომ დეპრესიას.
როდესაც მისმა ქმარმა ახალი სამსახური დაიწყო, ოჯახს სხვა შტატში გადასვლა მოუწია. ეს დამატებითი სტრესი აღმოჩნდა ყოფილი ვარსკვლავისთვის. "მინდოდა ყველასგან დავმალულიყავი, გაუჩერებლად ვტიროდი და მეგონა, ყოველთვის ასე ვიქნებოდი, ვგრძნობდი, რომ არავის ესმოდა ჩემი".
დეპრესია, ცხადია, გოგონას ვიზუალსაც უკავშირდებოდა. როდესაც ტელეშოუებში მონაწილეობდა, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ მისი ყოველი ჩახედვა სარკეში მორალური ტკივილის მომტანი იყო. როდესაც სააბაზანოში კბილებს იხეხავდა, შუქს აქრობდა, რომ საკუთარი თავი არ დაენახა.
დღეს კენდრა 2 შვილის ბედნიერი დედაა. თავისი ემოცია მან ცოტა ხნის წინ ინტერნეტმომხმარებლებს გაუზიარა. თამამი ფოტოები გადაიღო და მთელ მსოფლიოს აჩვენა, როგორი გავლენა იქონია ორსულობამ მის გარეგნობაზე. "შეხედეთ რა დღეში ჩამაგდო ჩემმა ორმა პატარამ, მათ მე უბედნიერეს ადამიანად მაქციეს. დიახ, ორსულობა ძალიან დიდ კვალს ტოვებს ჩვენს სხეულზე და გულში".