კითხვაზე, სჯერა თუ არა ოჯახს სასაწაულების, ისინი პასუხად ამ ისტორიას ჰყვებიან დაბადება - ნებისმიერი ოჯახისთვის განსაკუთრებული დღასასწაულია. ამ დღეს ველოდებით სასაწაულს და ის მართლაც ხდება.
24 დეკემბერს, კათოლიკური შობის წინა დღეებში, გენმანსტორფერის ოჯახში ახალი წევრის დაბადებას ელოდნენ. უფროსი ძმები მშობლებს სამშობიაროში არ წაუყვანიათ. ისინიც მოუთმენლად ელოდნენ ახალ წევრს.
მეუღლე - მაიკი ესწრებოდა ცოლის მშობიარობას. გამოცდილი დედა გმირულად იტანდა ტკივილებს. ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. ექიმებს დღემდე ვერ გაუგიათ, რატომ შეიცვალა უცებ ყველაფერი. მაიკი მიხვდა, რომ რაღაცა ისე არ იყო, რამდენიმე წუთში გაიგონა აპარატის საშინელი ხმა, რომელიც იმის მაჩვენებელი იყო, რომ მეუღლეს გული გაუჩერდა...
ექიმები ყველაფერს ცდილობდნენ ტრეისის გადასარჩენად. 4 წუთის შემდეგ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ დედას ვეღარ გადაარჩენდნენ, დაიწყეს ბავშვის გადარჩენაზე ფიქრი. მაიკს აღარაფერი ესმოდა. ის თვალს არ აშორებდა მეუღლის უსულო სხეულს. ექიმებმა საკეისრო კვეთით ამოიყვანეს ბავშვი მუცლიდან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაიგვიანეს. ბავშვი მიუყვანეს მამას გამოსამშვიდობებლად. სწორედ მაშინ მოხდა სასწაული...
პატარამ ამოისუნთქა, ცოტა ხანში კი იმხელა ხმაზე იტირა, თითქოს ყველას ეუბნებოდა, როგორ უნდოდა სიცოცხლე. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა...ექიმებს უნდოდათ, გადაეფარებინათ ტრეისის სხეულზე ზეწარი, რომ მონიტორზე გაიგონეს მისი გულის ფეთქვის ხმა.
ვერავინ ახსნა ეს ფენომენი, გერმანსტოფერების ოჯახს არც სჭირდება რაიმეს ახსნა. მათთვის ისიც საკმარისია, რომ ყველანი ერთად არიან. კითხვაზე, სჯერა თუ არა ოჯახს სასაწაულების, ისინი პასუხად ამ ისტორიას ჰყვებიან.
ბედნიერებაა, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში სასწაულები ხდება...