ეს უნდა გაიაროს ყველა პატარა გოგონამ ამ ქვეყანაში...
პატარაობიდან გოგონების უმრავლესობა ოცნებობს იმაზე, რომ ოდესღაც ჩაიცვამს ლამაზ კაბას, მის გვერდით კი იდგება იდეალური მამაკაცი. ისეთი, რომელიც არასოდეს უღალატებს და მუდამ მის გვერდში იქნება, არავის დააჩაგვრინებს მის თავს. ხშირად ამისთვის გოგონებს დიდი შრომა უწევთ.ძნელია თანამედროვე ცხოვრებაში მოდის უარყოფა. მხედველობაში არ გვაქვს ტანსაცმელი. ჩვენს დროში მოდურია, თუ გოგო კარგი, მოხდენილი გარეგნობისაა. მავრიტანიაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ადგილობრივი მამაკაცები თუ მოხდენილ, გამხდარ გოგოს დაინახავენ - თვლიან, რომ ის ავადაა. ამიტომ მავრიტანიაში გაჩნდა ერთგვარი რიტუალი, რომელსაც ჰქვია "ლებლიუხი". ეს უნდა გაიაროს ყველა პატარა გოგონამ.
4 წლის ასაკიდან მათ კარგად კვებავენ სპეციალურ ფერმებში, რათა ისინი არ იყვნენ გამხდრები, რაც შეიძლება მეტად გასუქდნენ. ადგილობრივები ამბობენ: რაც უფრო მსუქანია ქალი, მით მეტ ადგილს იკავებს იგი მამაკაცის გულში.
გოგონებს ლამის ძალით ასმევენ რძეს, აჭმევენ კარაქს, რათა გასუქდნენ. ამ ქვეყანაში უამრავ მსუქან ქალს ნახავთ, ისეთს, ცელულიტებითა და ცხიმებით რომ არის შეწუხებული, სამაგიეროდ, ითვლება, რომ ის ძალიან ლამაზია...
კარგია, რომ არ ვცხოვრობთ მავრიტანიაში!