აღშფოთებულმა მშობლებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და მეორე დღესვე იჩივლეს სასამართლოში... ამერიკელმა წყვილმა ჯოშუა მარბერიმ და ალისია კვინიმ საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას ნიშნავს განუკითხაობა და ლაფსუსები სასამართლო სისტემაში.
ერთხელ წვეულებაზე წასვლა გადაწყვიტეს და ერთი წლის ვაჟი ჯეიკობი ძიძას დაუტოვეს. შინ რომ დაბრუნდნენ, შემდეგი სურათი დახვდათ: პატარა ჯეიკობს ტირილისგან ხმა ჰქონდა ჩახლეჩილი, ძიძას კი - ეძინა. გარდა ამისა, ბავშვს სილურჯეები ჰქონდა, სახეზე ხელისგულის კვალი ეტყობოდა.
აღშფოთებულმა მშობლებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და მეორე დღესვე იჩივლეს სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ საქმე სავსებით ნათელი იყო, მოსამართკენ მაინც ვერ იპოვა საკმაო საფუძველი, რომ ძიძა დაესაჯათ.
თურმე, ადგილობრივი კანონების თანახმად, მსუბუქი ტრავმების მიყენების შემთხვევაში ეჭვმიტანილის დასჯა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ვიდეომტკიცებულება, ამ დაზარალებულს თავად შეუძლია მოყვეს მომხდარი. მაგრამ ჯეიკობი ჯერ ერთი წლისაა, ასე რომ, ის ვერანაირად ვერ მოყვებოდა, რა გადახდა თავს.
აღშფოთებულმა დედამ ნაცემი შვილის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მომხდარი აღწერა. ამბავმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ერთ დღე-ღამეში 150 ათასზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა.
სახალხო მრისხანებამ შედეგი გამოიღო და საქმეში იურისტები ჩაერთნენ, რომლებიც ეცდებიან, კანონში ცვლილება შეიტანონ და გაითვალისწინონ შემთხვევები, როდესაც საქმე პატარა ბავშვებს ეხებათ, ან შეზღუდული უნარების მქონე ზრდასრულებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სიტუაციის აღწერა.