"ხელმეორედ დაიბადე, ევა... გილოცავ!" თურქეთში შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის გამოჯანმრთელების პროცესი ნელ-ნელა წინ მიდის. როგორც ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ევამ უკვე წამოჯდომა მოახერხა, რაც ადრე შეუძლებელი იყო.
"ხედავ, ევა, უკვე სკამზე ჯდომა მოახერხე. ძალიან მალე ფეხზეც დადგები, ყველა ტკივილს დაივიწყებ ბედნიერებისგან, ხელმეორედ დაიბადე, ევა... გილოცავ!" - ასეთ კომენტარებს ტოვებენ ფოტოზე დედა-შვილის ახლობელ-მეგობრები თუ უბრალოდ გულშემატკივრები.
ევას თურქეთში მყოფი გულშემატკივრებიც არ ივიწყებენ, საჩუქრებს ჩუქნიან.
იმედია, ევა მალე გამოჯანმრთელდება და გაახარებს ყველა გულშემატკივარს.