პატარამ მთელი დღე ასე გაატარა 40-გრადუსიან სიცხეში...
ეს ფოტო გადაღებულია ინდოეთის ქალაქ ახმადაბადში, შუა ქუჩაში. ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა. სურათზე აღბეჭდილია 15 თვის გოგონა შივანი, რომელიც ფეხით მიბმულია ბეტონის ბლოკზე - ცხოველივით. პატარამ მთელი დღე ასე გაატარა 40-გრადუსიან სიცხეში!მთავარი ის არის, რომ მთელი დღის მანძილზე ბავშვს არავინ მიუახლოვდა. როდესაც, როგორც იქნა, შეამჩნიეს, გადაწყვიტეს, გაეგოთ ასეთი სისასტიკის ჩადენის მიზეზი.
აღმოჩნდა, რომ პატარა გოგონას ასე საკუთარი მშობლები მოექცნენ. მშობლები ამბობენ რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მოიქცნენ. დედა და მამა საგზაო კომუნიკაციების სამსახურში მუშაობენ. მთელ დღეს ატარებენ სამშენებლო მოედანზე. სამაგიეროდ, იღებენ 250 რუპიას (დაახლოებით 3,7 $) დღე-ღამეში. ეს ფული მათ მხოლოდ საკვებზე ყოფნით, ძიძა მათთვის ფუფუნებაა...
„არ შეგვიძლია ბავშვების სახლში დატოვება, ჩვენ ხომ მუდმივად ქალაქიდან ქალაქში გადავდივართ სამშენებლო ბრიგადასთან ერთად, ღამე კი კარვებში გვძინავს. ჩვენ არ გვყავს ნათესავები, ვისთანაც შევძლებდით ბავშვების დატოვებას, ამიტომ თან მიგვყავს. მთელი დღის მანძილზე ბავშვებს ვხედავთ მხოლოდ შესვენების (სადილის) დროს. საკვები მხოლოდ მათ გამოსაკვებადაა საკმარისი.
ამჟამად ავტოსტრადის გვერდით ვმუშაობთ და გვეშინია, ბავშვებს მანქანა არ დაეჯახოს. უფროსი 5 წლისაა. მას უკვე ესმის, რა საშიშროებაა ქუჩაში და ამიტომ გზაზე არ გამოდის. გოგონა კი ჯერ საკმაოდ პატარაა და მანქანა რომ არ დაეჯახოს, იძულებული ვართ, სანამ ჩვენ შორს ვართ, ის რაიმეზე მივაბათ“, - ასე ხსნის ყოველივეს 23 წლის სარტა კალარა - გოგონას დედა.
საქველმოქმედო ორგანიზაციის აქტივისტებმა Save the Children India გადაწყვიტეს, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიაქციონ ინდოელი ბავშვების პრობლემებისადმი. მათი მონაცემებით, ინდოეთში 40 მილიონამდე სამშენებლო სამუშაოა, სადაც მუშახელის მეხუთედს ქალები შეადგენენ. მათ უმრავლესობას კი ისეთივე პრობლემა აწუხებს, როგორიც შივანს აქვს.
როდესაც ახლოს ეცნობი ინდურ რეალობას, ძალიან მძიმე ხდება მათი ყოფის გათავისება. უბრალოდ დაუჯერებელია, რომ XXI საუკუნეში ასეთი რამ ხდება.