დავითსა და ევას ოთხი შვილი ჰყავს და შვილიშვილები ეს ფოტო სვანეთში საცხოვრებლად დარჩენილმა რუსმა ქალბატონმა ელისაბედ ჟუდრომ (იხილეთ მისი ძალიან საინტერესო ინტერვიუ) განათავსა სოციალურ ქსელში. სწორედ ის იყო პატარძლის მეჯვარე.
"არ შემიძლია არ გაგიზიაროთ. ცუდი ფოტოებია, მაგრამ სულ ერთია! ეს ხომ ჩემი ახალი ნათლულის, 85 წლის ბალყარელი ევას (რომელიც საბჭოთა პერიოდში მუსლიმანი იყო) და მისი სვანი მეუღლის დავით ნაკანის ქორწინების ფოტოებია. გუშინ ევა მოინათლა და დღეს ჯვარი დაიწერეს, 67-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ. ღმერთმა უკვე დალოცა მათი ქორწინება და ამ ქორწინებაში გაჩენილი ოთხი შვილი".
ასევე ელისაბედმა მონათლა მეორე ქალბატონი და მისი მეჯვარეც გახდა -
მეორე ხანდაზმული წყვილი ნიგურიანები არიან. 86 წლის ალექსანდრე ნიგურიანმა 75 წლის ისიდორაზე (მედეა კორძაია) იქროწინა. 55 წელია ერთად, ოთხი შვილი ჰყავთ და 13 შვილიშვილი.