როგორ არის გია მაისაშვილი გია მაისაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს. მათ შორის ბევრი ჩვენი მკითხველიცაა. ამიტომ ვფიქრობთ, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ბევრს დააინტერესებს. თავად გიაც, მიუხედავად ავადმყოფობისა, სოციალური ქსელით ახერხებს, რომ ხალხს თავისი მდგომარეობა გაუზიაროს. გთავაზობთ მის ახალ პოსტს.
"სიხარულით თვალები ცრემლით მევსება როდესაც თქვენს სიყვარულით სავსე კომენტებს ვკითხულობ, მაპატიეთ პასუხის გაცემა არ შემიძლია.
საკონცენტეაციო ბანაკის პატიმარს ვგავარ 85 კილოდან 65 კილოზე ჩამოვედი. 31 დღე სრული შიმშილობისა მხოლოდ წყალი, რომლის დანახვაც კი აღარ მინდა, დასრულებულია.
აი, ასე გამოვიყურები. ძალა გამოცლილი, მენატრება მჭადი და ყველი და ეკალა ნიგვზიანი ძმრით.
გონება 24 საათი როგორც იდეების უწყვეტი გენერატორი ისე მუშაობს. არ მეგონა თუ ადამიანს ამდენი შეეძლო, ამიტომ ჩემიანების წახალისებით ამ დილას გადავწყვიტე 40 დღიან სააკრალურ ნიშნულს გასვლა, ახლა იწყება მთავარი სულიერი ტრანსფორმირება და ეს დრამატული პროცესი მივიყვანო 9 ივნისამდე, 40 დღე, ერთი თვე და ათი დღე სრული შიმშილობისა. საათებს ვითვლიდი , ახლა კი მშვიდად ვარ, ველი 9 ივნისს გამარჯვებას თქვენთან ერთად.
ერთადერთი ფიზიკური მდგომარეობა განუწყვეტლივ იცვლება, საწოლიდან ვეღარ ვდგები და მუდმივად გონების დაკარგვის საშიშროებაა, მაგრამ როდესაც ასეულ ათასი მლოცველი გყავს და გამარჯვების რწმენით სავსე ხარ იცი რომ 9 ივნისამდეც მიხვალ და გპირდებით პირველს , რასაც გავაკეთებ, ამ 40 დღიანი დრამატული ეპოპეის წიგნად აღწერილს შემოგთავაზებთ. თქვენი სიყვარული ფრთებს მასხამს და მაგულიანებს. მეტი წერა აღარ შემიძლია. დროებით." - წერს გია მაისაშვილი.