თქვენი შვილების ყველაზე ემოციური და სასაცილო ვიდეოები ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, mshoblebi.ge მშობლებსა და მათ შვილებს საჩუქრების მოგების შანსს აძლევს.
თქვენი შვილების ყველაზე ემოციური, სახალისო, კურიოზული თუ უბრალოდ, პოზიტიური ვიდეოები შეგიძლიათ ამირიდან ათასობით ადამიანს გაუზიაროთ და პრიზებიც მოიგოთ.
რაც უკვე გადაღებული გაქვთ, ან მომავალში გადაიღებთ, შეიძლება mshoblebi.ge-ს ვიდეოკონკურსის მონაწილე და გამარჯვებულიც გახდეს.
კონკურსის თემაა "პატარამ ალუჩა "გაიცნო". გადაიღეთ, რა რეაქცია აქვს ბავშვს ამ მჟავე ხილის დაგემოვნებაზე. მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და დასაჩუქრდით. კომპანია ფარმადეპო გამარჯვებულებისთვის სპეციალურ პრიზებს აწესებს.
როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა:
გადაუღეთ ბავშვს ვიდეო მოცემულ თემაზე (სასურველია სმარტფონი ამ დროს განივად გეჭიროთ) და ატვირთეთ ფეისბუქზე ჰაშთეგით #mshoblebistvis.
ვიდეო, რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს, საიტ mshoblebi.ge-ზე განთავსდება. ამის შემდეგ დაიწყება ხმის მიცემა. გაიმარჯვებს ის ვიდეო, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს. ხმის მიცემა შეგიძლიათ დღეში ერთხელ! გააზიარეთ თქვენი ვიდეო და სხვა ადამიანებიც შეძლებენ მისთვის ხმის მიცემას - ითვლება მხოლოდ უშუალოდ საიტზე მიცემული ხმები, სპეციალური ღილაკის მეშვეობით.
გამარჯვებულები გამოვლინდება ხმების რაოდენობის მიხედვით. ამის გარდა ჟიურიც შეარჩევს თავის რჩეულს.
კონკურსი 1 ივლისს დასრულდება.
გისურვებთ წარმატებებს.